საგრანტო კონკურსი გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 29.10.2021
- საიტზე დამატებულია
- 27.09.2021
კონკურსის შესახებ:
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვის ფარგლებში საქართველოში გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. გრანტები გაიცემა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 ოქტომბერი, 2021 წელი. (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. "ნაწილი III. ინფორმაცია განაცხადის წარდგენის შესახებ").
განაცხადის წარდგენის პროცედურების და განაცხადის ფორმის შესახებ პოტენციური განმცხადებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ჩაატარებს ონლაინ საინფორმაციო სესიას 2021 წლის 30 სექტემბერს
ონლაინ სესია: 2021 წლის 30 სექტემბერი, 13:00 საათი
ზუმის ბმული: https://us02web.zoom.us/j/86540547195
საინფორმაციო შეხვედრების დროს დაინტერესებულ განმცხადებლებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ განმარტებები გამოცხადებული საგრანტო კონკურსისა და დანართ A-ში წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შესახებ. განმცხადებლებს ასევე შეუძლიათ კითხვების დასმა ელ. ფოსტის საშუალებით (grants@apgeorgia.org) 2021 წლის 15 ოქტომბრამდე.
წყარო: http://regmarket.ge