
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“ იწყება.
პროექტს, რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების, მართვის გაუმჯობესების და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტი განახორციელებს.
დამატებულია: 18-10-2019 წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო