სამთვიანი უფასო სასწავლო ვიზიტი იტალიაში

2018 წლის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმება ფარგლებში მეოთხედ ცხადდება კონკურსი “STEM Study Visit to Italy”.

კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ხელოვნური ინტელექტი, საინფორმაციო ტექნოლოგია, მწვანე ეკონომიკა, ე.წ „Blue Growth”, კულტურული და კრეატიული ინდუსტირები, მონაცემთა მეცნიერება, ტექნოლოგიების გადაცემა.

გამარჯვებული ორი კანდიდატი სამთვიან უფასო სასწავლო ვიზიტს გაივლის კამპანიის რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ინოვაციების ცენტრსა და საერთაშორისო აქსელერატორში.

კანდიდატებს შორის საუკეთესო მონაწილეს შეარჩევს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება თბილისში იტალიის საელჩოს, COTEC - ისა და GITA - ს წარმომადგენლების მიერ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 აპრილი.

სასწავლო ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
shorturl.at/xELOV


წყარო: GITA • Tech Park