ყველა სიახლე 1 370
-
კონფერენცია "პირველადი წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარი"
სასიამოვნო სიახლე!!! კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა ფერმერებისთვის და სამაცივრო მეურნეობების წარმომადგენლებისთვის დამატებითი სპონსორების მოძიებიდან გამომდინარე. ტრანსპორტირება წყალტუბომდე და სასტუმროში განთავსება არ არის გათვალისწინებული.
-
EMC და მარნეულის სოფლების სათემო ცენტრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტს საბიუჯეტო წინადადებებით მიმართავს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და სოფელი ხულდარას, აღმამედლოს, ქვემო ქარალის და კასუმლოს სოფლების სათემო ცენტრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს 2020 წლის ბიუჯეტისთვის ორი საპროექტო წინადადება წარუდგინეს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო სოციალური მუშაკების სერვისისა და მუნიციპალიტეტის დონეზე თარგანების რესურსის შექმნას უკავშირდება.
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „აკვაკულტურის შესახებ“ ახლი კანონპროექტი წარადგინა
ახალი კანონპროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. „აკვაკულტურის დარგის მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი წყლის რესურსების მიმართულებით და საჭიროა ამ რესურსების სწორი მართვა.
-
ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში".
შვეიცარიის 5-წევრიანი დელეგაცია, ქვეყნის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, მარინა კარობიო გუშეტის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტად იმყოფება. მარინა კარობიო გუშეტი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ იმ ქალებს სტუმრობს, რომლებიც გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების ტრენინგს გადიან.
-
პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა
ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის სავალდებულო აღარ არის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით შეძენა. პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.
-
როგორ მოვიპოვოთ ხე–ტყე კანონიერად?
გაიგემეტი ტყის მერქნული რესურსის რაციონალური გამოყენების ძირითადი პრინციპების შესახებ საქართველოს ტყეები, გარდა დიდი ეკოლოგიური მნიშვნელობისაა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სოციალურ და ეკონომიკურ ფუქნციებს ითავსებს. რა არის ტყის მდგრადი მართვა?
-
კონფერენცია „პირველადი წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარი“
კონფერენცია „პირველადი წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარი“, 26-27 ნოემბერი, 2019 საინტერესო თემები და ვიზიტები მეურნეობებში ნედლი ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლების რეგისტრაცია 31 ოქტომბრამდე: მხოლოდ პირველი დღე-30 ლარი; ორივე დღე - 50 ლარი;
-
აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“ იწყება. პროექტს, რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების, მართვის გაუმჯობესების და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტი განახორციელებს.
-
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი ტექნიკა გადაეცა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას შეემატა:
-
საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918
21 ოქტომბერს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გიორგი მამულიას და გიორგი ასტამაძის წიგნის „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918. დოკუმენტები და მასალები“ წარდგენა გაიმართება. 800-გვერდიანი წიგნი, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა, შეიცავს გერმანული, ფრანგული, რუსული და ქართული არქივების საარქივო მასალებს იმ ქართული პოლიტიკური ორგანიზაციის და მისი წევრების შესახებ, როლებმაც პირველებმა მე-20 საუკუნეში...
-
4 მეტრიანი ხაჭაპური, 3 მეტრიანი გებჟალია - ხვალ რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება
ხვალ, 19 ოქტომბერს ზუგდიდის სოფელ რუხში, ადმინისტრაციულ საზღვარის მიმდებარედ "ხაჭაპურის ფესტივალი" ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარიული კონკურსები, მასტერკლასები და მეგრული სამზარეულოს შესახებ წიგნების პრეზენტაციები. გარდა ამისა, აქ მოსულ სტუმრებს 3 მეტრიანი გებჟალიის და 4 მეტრიანი ხაჭაპურის დამზადების პროცესის ნახვა და დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალის ფარგლებში მომზადდება ყველა სახის ხაჭაპური.
-
ქართული პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე გავიდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიის „Eshvi Kids” მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა. კომპანიამ „Eshvi Kids” იაპონურ კომპანიასთან „Roherman” ბიზნესკავშირები საერთაშორისო გამოფენაზე „Pitti Bimbo” დაამყარა. ზემოხსენებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს მასშტაბითაც.
-
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო!
თუ გსურს გახდე სერტიფიცირებული ექსპორტის მენეჯერი, აიმაღლო ცოდნა და განავითარო საჭირო უნარ-ჩვევები აღნიშნული მიმართულებით, გაიარე რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე, არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა: http://bit.do/fcVch
-
ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა
16 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს. გამომცემლობამ ქართველი ავტორების ახალი წიგნები წარადგინა და საქართველო წელს განახლებული სლოგანით - Follow the Journey of Georgian Characters არის წარმოდგენილი.
-
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დასახელდა
მარკეტინგული კვლევების კომპანია Interbrand-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს. სიის ლიდერი კომპანია Apple-ია. ამერიკული ბრენდის ღირებულება 9%-ით გაიზარდა და თითქმის 234 მილიარდი დოლარი შეადგინა.
-
2019 წელს საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა
2019 წლის 9 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორციელდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აცხადებს. მათი ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტირებულმა საწვავმა 231.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 29,7%-ს შეადგენს.
-
რუსეთმა ერთ-ერთ ავიაკომპანიას ქუთაისის მიმართულებით რეისების განხორციელების უფლება მისცა
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, ავიამიმოსვლა აღდგეს. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის აეროპორტში ფრენების განხორციელების უფლება მიეცა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ფედერალური სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
-
გაერო საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის შექმნას $2 მლნ-ით დააფინანსებს
აშშ-ში გაეროში გამართულ შეხვედრაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნის თაობაზე გაერო-სთან შეთანხმებას მიაღწია.
-
ევროპელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ
ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებს მოაზადებენ. მათ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. პრესტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ძველ თბილისში შეხვდა. პრესტურში ლუქსემბურგისა და ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბეჭდური მედიის „Marie Claire”, “Plus Magazine” Tageblatt და Luxemburger Wort-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფი
-
26 ოქტომბერს თბილისში H&M-ის მესამე მაღაზია იხსნება
26 ოქტომბერს, 11:00 საათზე თბილისში, „სითი მოლ საბურთალოში“ H&M-ის მესამე მაღაზია იხსნება. „გალერეა თბილისში“ და „ისთ ფოინთში“ არსებული 2 მაღაზიის შემდეგ, მესამე მაღაზიის გახსნა H&M-მმა ოფიციალურ გვერდზე უკვე დაანონსა.
-
მსოფლიოში პურეულის საუკეთესო 50 სახეობას შორის აჭარული ხაჭაპურიც მოხვდა
ამერიკულმა გამოცემა CNN-მა მსოფლიოში პურეულის საუკეთესო 50 სახეობას შორის აჭარული ხაჭაპურიც შეიყვანა. მსოფლიო პურის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 16 ოქტომბერს აღინიშნება, გამოცემამ 50 უნიკალური პურის სახეობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
-
NASA Space Apps Challenge
18-20 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გაიმართება გლობალური 48-საათიანი ჰაკათონი – NASA Space App Challenge. NASA Space Apps Challenge Abastumani-ის ორგანიზატორები არიან Tbilisi Startup Bureau და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni. ჰაკათონის გენერალური პარტნიორია საქართველოს ბანკი • Bank of Georgia.
-
ქართული კომპანია მსოფლიო ბრენდის M&S ოფიციალური მიმწოდებელი გახდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარმა „სამკერვალო კომპანია იმერი“ წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer აუდიტი და ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.
-
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. ღონისძიების შესახებ, გამართულ პრესკონფერენციაზე,