ნაპოვნია 1 029
-
მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი
გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი, ანალიტიკოსი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას შემცვლელის, ნათია თურნავას წარდგენისას განაცხადა. „მან შეძლო და ყველა იმ ძირითად ინდუსტრიულ მიმართულებაში, რომელსაც აერთიანებს ეკონომიკის სამინისტრო, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალში გამოგვადგება,“ - აღნიშნა პრემიერმა.
-
გვაქვს კონკრეტული ხედვა – ეკონომიკის ახალი მინისტრი
საქართველოს ეკონომიკის ახალი მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან კარგად იცნობს ეკონომიკის სამინისტროს და აქვს კონკრეტული ხედვა, დავალებები და კონკრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ოფიციალურად დღეს წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რომელსაც ნათია თურნავამ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
-
ქართული ღვინო ტოკიოში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე
ტოკიოში მიმდინარე საკვებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაში 12-მა ქართულმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. იმის გამო, რომ წელს საქართველო აღნიშნული გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციაც მოეწყო. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოსსადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელები უძღვებიან.
-
სააღდგომოდ სპეციალისტებმა სავაჭრო ობიექტებზე კვერცხის ხარისხი შეამოწმეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. სესის ინფორმაციით, ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. სარეალიზაციო ქსელში კი ასევე მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.
-
„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ
„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ. საკითხი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი და მას ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა წარადგენს. „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი წელია, შეფერხებულია. ჰესი თურქულმა კომპანია „ემ კამ“ და ნორვეგიულმა ჯგუფმა „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ“ უნდა ააშენონ. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება. კასკადი
-
მსოფლიოს უდიდესი ბანკების ხუთეული
ეს სია დაფუძნებულია ამერიკული კორპორაციის მიერ, რომელიც მდებარეობს "ნიუიორკში". "S&P Global Market Intelligence" არის კორპორაცია რომელსაც გააჩნია ინფორმაცია ეკონომიკურ და ანალიტიკურ არხებზე.
-
საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათით გადახდებს განახორციელებენ
საქართველოს ბანკი განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და მომხმარებელს კავკასიის რეგიონში პირველად, ინოვაციური გადახდის ექსკლუზიურ მეთოდს სთავაზობს. საქართველოს ბანკის და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-ს თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ გადახდები Garmin-ის ჭკვიანი საათით განახორციელონ.
-
ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს
ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკისა და კუნძული კრეტას მიმართულებით სეზონურ ფრენების შესრულებას განაახლებს. შესაბამის შეთანხმება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და ELLINAIR-ს შორის შედგა. თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა BOEING 737 – 30 ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 305 ლარიდან
-
დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ზუსტად ეს თანხა უნდა იმყოფინოს ოჯახმა
საარსებო მინიმუმისთვის განსაზღვრული თანხა საკმარისი არ არის და, რა თქმა უნდა, არც ჩემთვის იქნებოდა საკმარისი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, საარსებო მინიმუმის დათვლა მეთოდოლოგიის მიხედვით.
-
იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.1%-ით შემცირდა
2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 826 მლნ აშშ დოლარს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.
-
სამ თვეში 21 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა
„სამ თვეში „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 403 აუქციონის შედეგად 21.2 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსმა“ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 403 აუქციონი შედგა, რის შედეგადაც 21 291 197 ლარის სახელმწიფო ქონების პრი
-
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ
ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „ვაინ ენდ გურმე ჯაპან“ ღვინის 12 ქართული კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, რისი გათვალისწინებითაც ქართული ღვინის ორი წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი უძღვებოდნენ. ანა გოდაბრელიძემ სტუმრებ
-
საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა.
-
ევროპის დღე თბილისში 2019 / Europe Day in Tbilisi 2019
შემოგვიერთდით 4 მაისს და აღნიშნეთ ევროპის დღე ჩვენთან ერთად! ერთი დღით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტოვიბებით ევროკავშირში გამოგზაურებთ. ღონისძიებაზე მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარმოგიდგენენ საქართველოში განხორცილებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.
-
,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა ან ფიზიკურ პირთა ჯგუფმა შესაძლოა მოიპოვოს 15,000-დან 100,000 ლარამდე დაფინანსება.
თუ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა და თვლით, რომ მას შეიძლება ჰქონდეს ბიზნეს პერსპექტივა ხართ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (ან პირთა ჯგუფი) მაშინ გამოაგზავნეთ განაცხადი დღესვე შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
-
პიტერ სკენსვედის ღია ლექცია მედიახელოვნების ფაკულტეტზე
პიტერ სკენსვედი დანიის წამყვანი "სტრიტ არტისტია", ის 1993 წლიდან მოღვაწეობს ამ სფეროში და არაერთხელ ყოფილა თბილისის სტუმარი, პიტერი გვესაუბრება ქუჩის ხელოვნებაზე. ლექცია ჩატარდება 22 აპრილს, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მედიახელოვნების ფაკულტეტის 408 აუდიტორიაში.
-
დასრულდა ახალგაზრდული ტრენინგ პროგრამა: "კითხვა-პასუხის სესიები სამართლისა და ბიზნესის სტუდენტებისთვის"
დასრულდა USAID/GeorgiaG4G-ის, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის G.L.I.P / GEORGIAN LAWYERS for INDEPENDENT PROFESSIONდა იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი (LPDC) ერთობლივი 2 თვიანი ახალგაზრდული ტრენინგ პროგრამა: "კითხვა-პასუხის სესიები სამართლისა და ბიზნესის სტუდენტებისთვის".
-
TECHTEXTIL & TECHPROCESS
2019 წლის 14–17 მაისს მესე ფრანკფურტი გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მართავს ორ საერთაშორისო გამოფენას TECHTEXTIL 2019 + TECHPROCESS 2019. გამოფენებზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ქსოვილის ფართო სპექტრი, სპორტული და პროფესიული ტანსაცმლის ნიმუშები, ტექსტილის წინასწარი და შემდგომი დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარები, ასევე, ქიმიური, მინის ბოჭკოვანი და მეტალის ძაფები, ლამინირებული ტექსტილი, ხელოვნური ტყავი და შესაფუთი მასალები.
-
პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II
პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II, (USAID WMTR II/ CENN) მეორედ აცხადებს ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონკურსს კახეთის, აჭარის, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლებისათვის. პირველ ჯერზე, კონკურსს, მოსწავლეების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის ფარგლებში 135-მა სკოლამ, ერთი თვის განმავლობაში, მთლიანობში 53,272,3 კგ მაკულატურა შეაგროვა.
-
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს, FMO-ს შორის, 26 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთწლიანი სესხის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. ტრანზაქციის განსახორციელებლად, FMO-მ ლარში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ადგილობრივად, კერძო განთავსებით. ეს FMO-სთვის უკვე მესამე განთავსებაა, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ეკონომიკის დე-დოლარიზაციის პროცესებში.
-
ფულადი გზავნილების მოცულობა 4.5%-ით გაიზარდა
საქართველოში შემოსაულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის მარტში $138 მლნ (371 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.
-
მარტში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 2 ლარით, 181.2 ლარამდე გაიზარდა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 179.1 ლარი იყო. ასევე თებერვალთან შედარებით, მარტში 1.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 160.5 ლარი შეადგინა, 3,5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 304 ლარი გახდა. საქსტატის გათვლებით, გაზრდილია ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმიც -160.5 ლარი (თებერვალში 158.7 ლარი).
-
გიორგი ქობულია – ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩ, ანტონიო ბარტოლისთან ერთად, თბილისის ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. კონკურსი COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ჩატარდა. „ტექნოლოგიები და ინოვაციები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი
-
თამარ ქალდანი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველ ივლისს ასამოქმედებლად კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველ ივლისს ასამოქმედებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი. საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, დაფინანსების თვალსაზრისით კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის, თუმცა მთავრობასთან მუშაობა გრძელდება იმისათვის, რომ სახსრების მობილიზება დროულად მოხდეს.