ნაპოვნია 1 029
-
მარტში ექსპორტი 12.3%-ით გაიზარდა, იმპორტი 4.7%-ით შემცირდა
2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 826.0 მლნ აშშ დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.1 მლნ აშშ დოლარი (4.7პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1 155.1 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პ
-
საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, საქართველოდან ექსპორტი 826 მილიონი დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1.98 მილიარდი დოლარი (4.7 პროცენტით ნაკლები).
-
რა თანხა შედის ბიუჯეტში თამბაქოს რეალიზაციიდან
2019 წლის იანვარ-თებერვალში თამბაქოს რეალიზაციიდან ბიუჯეტში 111,5 მლნ ლარი უკვე შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,6%-ით მეტია. 2018 წლის 2 თვეში თამბაქოს გაყიდვიდან ბიუჯეტმა 92,4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ზრდა ძირითადად იმ ცვლილებებმა განაპირობა, რაც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა - ეს არის ადვალური გადასახადი და ადგილობრივი წარმოების უფილტრო თამბაქოზე აქციზის ზრდის განაკვეთის ზრდა.
-
თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა
Tbilisi Hills Golf & Residences-ის ახლადაშენებული კომპლექსი ოფიციალურად 6 თვის წინ გაიხსნა, 13 აპრილს კი გოლფის სეზონის საზეიმო გახსნის ღონისძიება ჩატარდა. თიბისისა და Tbilisi Hills Golf & Residences-ს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული კომპლექსის ორი ფაზის მშენებლობა უკვე დაფინანსდა. გარდა კორპორატიული საბანკო მომსახურებისა, ბანკი მხარს უჭერს დეველოპერულ კომპანიას კონსულტაციების კუთხითაც.
-
ირაკლი ლექვინაძე - 2019 წლის პირველ კვარტალში, რეკომენდაციების 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. ლექვინაძის განცხადებით, მეწარმეების მომართვის საფუძველზე 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 29 შუამდგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა.
-
"უჩინარი" ბარათების საიდუმლო - „ამ ბარათების გამოცემის მიზანია, კომერციულ ბანკებს დაუმალონ ბრუნვა"
"კომერციული ბანკები უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ, რატომ არის მთელი ქალაქი მოფენილი სათამაშო ბიზნესის ბილბორდებით, სადაც მთავარი გზავნილია ითამაშონ ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგოს" ბოლო დროს სათამაშო ბიზნესმა მასობრივად დაიწყო მომხმარებლისთვის პლასტიკური ბარათების შეთავაზება და მათი აგრესიული რეკლამირება საჯარო სივრცეში. როგორც საბანკო საქმის სპეციალისტები ამბობენ, ამ ბარათებით მომხმარებლის იდენტიფიცირება რთულდება და მისი საშუალებით შესრულებული ტრანზაქცია საბანკო ამონ
-
გადავლენ თუ არა შიდაგანვადებაზე სამშენებლო კომპანიები და ტექნიკის მაღაზიები
რა არის ე.წ. რუხი ბაზარი როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, "საბანკო რეგულაციები იმისთვის დაწესდა, რომ ღარიბმა ოჯახებმა ცხოვრება არ გაიუბედურონ", თუმცა ბევრს ამ შეზღუდვებმა ცხოვრება ძალიან გაურთულა. მოსახლეობის ნაწილი განვადებით ნივთებს ვერ ყიდულობს, რადგან შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი არა აქვს. ასეთ კატეგორიას მეტწილად თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, მათ შორის რეპეტიტორები, ძიძები, ტაქსის მძღოლები, ბაზრებისა და ბაზრობების მოვაჭრეები, რომელთა რა
-
საბანკო რეგულაციები და შეზღუდვები სესხებზე - ეკონომისტები რეფორმას გაუაზრებელს უწოდებენ
საბანკო რეგულაციები და ფინანსური პრობლემები, რომელიც რიგით მოქალაქეებს შეექმნათ - არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ექსპერტები, ხელისუფლებას აკისრებენ. ეკონომისტები ეკონომიკის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც გიორგი ქობულიამ დაადასტურა, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა, საცალო გაყიდვებს პრობლემები შეუქმნა, თუმცა განაცხადა, რომ შეზღუდვების მნიშვნელოვანი შეცვლა არ იგეგმება.
-
ეჭვობენ, რომ Daimler-ი გამონაბოლქვის შესახებ მონაცემებით მანიპულირებს
გერმანიის ფედერალური სატრანსპორტო სააგენტო ეჭვობს, რომ ავტომწარმოებელი Daimler-ი ემისიების შემცველობასთან დაკავშირებული მონაცემებით მანიპულირებს. ამის შესახებ ინფორმაციას DW Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია 2012-2015 წლებში გამოშვებულ, დიზელის ძრავზე მომუშავე Mercedes-Benz GLK მარკის 60 ათას ავტომობილზე. გამოცემის ცნობით, პროგრამული შემოწმების დროს, სისტემამ იმაზე ნაკლები მავნე ნივთიერებები დაწერა გამონაბოლქვში, ვიდრე რეალურად არის. ამ პროგრამულ შემოწმებასთან დაკავში
-
კალიფორნიაში სასტუმროებს მომხმარებლისთვის პლასტიკურ ბოთლში მოთავსებული შამპუნის შეთავაზებას აუკრძალავენ
აშშ-ში, კალიფორნიელ კანონმდებლებს სურთ, აკრძალონ ისეთი სახის შამპუნები, რომლებსაც მომხმარებლებს სასტუმროები მცირე ზომის ბოთლებით სთავაზობენ. CNN-ის ცნობით,შტატის კანონმდებლები განიხილავენ პროექტს, რომლის მიხედვითაც სასტუმროებს შესაძლოა, მცირე ზომის პლასტიკურ ბოთლებში მოთავსებული შამპუნით, ასეთივე თხევადი საპონით სტუმრების მომარაგება აეკრძალოს. საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 2023 წლიდან ამოქმედდება, სასტუმროებს შესაძლებლობას მისცემს, შეამცირონ პლასტიკური ნარჩენები.
-
რუსეთის ფედერაციის სოციალური პროგრამები
რუსეთის ფედერაცია აღმოჩნდა რომ გენოფონდის ნაკლებობას განიცდის. 2007 წლის კანონმდებლობით შეიქმნა ე.წ. ფედერალური პროგრამა “დედის კაპიტალი“ საიდანაც დედას რომელიც მესამე ბავშვს გააჩენდა, ან იშვილებდა გადაეცემოდა სერტიფიკატი 200 000 რუბლის ოდენობით. ისე მოხდა რომ 2021 წლამდე იმოქმედებს შედარებით დახვეწილად აღნიშნული პროგრამა და დედა ამჯერად უკვე მეორე ბავშვის გაჩენისას მიიღებს 460 000 რუბლს (15 000 ლარი). პირველი ბავშვის დაბადებისას 2009 -2014 წლებში მშობელი თუ კი ის რუსეთი
-
საზაფხულო სკოლა IX,X და XI კლასის მოსწავლეებისთვის
იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს ყველა რეგიონის IX, X ან XI კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში. საზაფხულო სკოლა გაიმართება 2019 წლის 22 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით და მონაწილეები სწავლებას გაივლიან ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
-
მწვანე გამოფენა გაყიდვა "პრო ექსპო"
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 21 და 22 აპრილს პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით მწვანე გამოფენა-გაყიდვა "პრო-ექსპო" გაიმართება. გვეწვიეთ ალ.ყაზბეგის 21-ში და შეიძინეთ მხოლოდ ბიო, ორგანული და გარემოსადმი მეგობრული პროდუქცია ერთ სივრცეში, ამასთანავე მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია, თქვენთვის საჭირო ეკო თემებზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია, სხვადასხვა სფეროდან. გამოფენის მონაწილე კომპანიებს და მათ პროდუქციას ეტაპობრივად გაგაცნობთ.
-
Netflix-ი ჟურნალის გამოსაცემად ემზადება
ამერიკული სტრიმინგ სერვისი Netflix-ი ჟურნალს გამოსცემს. პროექტის სამუშაო სახელწოდებაა — Wide, მისი სავარაუდო გვერდების რაოდენობა 100 იქნება - წერს Bloomberg-ი. ჟურნალში მოხდება სატელევიზიო გადაცემების პროგრამის დაბეჭდვა, ასევე ინტერვიუები და მასალები იმათზე, ვინც დგას Netflix-ის პროდუქციის უკან. შედეგად, სერვისი აუდიტორიის ინფორმირებას ამ გზით მოახდენს. კომპანიამ პროექტის განხორციელებისთვის უკვე დაიქირავა ჟურნალისტები და ფოტოგრაფები, ჯგუფში უკვე მოხვდა Vanity Fair-ის ყოფილი რე
-
რუსული ლაინერი ევროპულ-ამერიკულია
აღნიშნული სამოქალაქო ავიაციის რუსული ლაინერი სუხოი 100, რეალურად ამერიკულ-ევროპული ტექნოლოგიებით არის აწყობილი. ჰიდრავლიკაც კი ამერიკული აქვს და ელექტრო სისტემა, რომ არაფერი ითქვა შასებზე ! დანარჩენი თქვენთვის მომინდია ! დღეს ხშირად გვესმის რომ რუსეთის ფედერაციას ეკონომიკური სანქციები აქვს დასავლეთის მხრიდან, თუმცა ოფიციალურ მაკეტზე კარგად სჩანს თუ რა ტოპ-კომპანიები მონაწილეობენ ფედერალური პროექტის მოდერნიზებაში.
-
სოლსბერი ბრიტანეთის საუკეთესო ქალაქად დასახელდა
სოლსბერი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ყველაზე კარგ ქალაქად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky ავრცელებს. სოლსბერის შერჩევის მიზეზად ზღვის სანაპიროსა და ლონდონთან სიახლოვე, ასევე ლამაზი ბუნება დასახელდა. სტატიის მიხედვით, სოლსბერი ასეთ შეფასებას იმსახურებს ერთიანობის სულისკვეთების გამოც, რომელიც სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლისას გამოავლინა.
-
ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა
ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს. გამოცდილი ფერმერისგან გაიგეთ, რით იკვებება და როგორი პირობები სჭირდება მეხორცული ჯიშის ქათამს. დაავადებებისგან დაცვის რა საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და როგორი სტანდარტები უნდა დავიცვათ ფრინველის ხორცის წარმოების პროცესში. ციკლი კვერცხიდან – სუფრამდე და რჩევები დიასახლისებს, როგორ შევარჩიოთ ქათამი. ფერმერები, მზარეულები, ტურისტები და გურმანები შავი ზღვის სანაპიროდან. გაზაფხულის მზიანი დღე და ტრადიციად ქცეული&nb
-
2025 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსისტემაში 40%-ს გადააჭარბებს
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის ელექტროსისტემაში 2025 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილი 40%-ს გადააჭარბებს. ამის შესახებ მან ყოველკვირეულ პოდკასტში განაცხადა, რომელიც ფედერალური მთავრობის საიტზე ყოველ შაბათს ქვეყნდება. მერკელმა განაცხადა, რომ ამჯერად გერმანიის ელექტროსისტემაში ენერგიის 38% მოდის ალტერნატიული წყაროებიდან. „უკვე 2025 წლისთვის ჩვენ მნიშმვნელოვანდ გავზრდით ამ წილს დაგეგმილ 40-45%-ს მივიღებთ განახლებადი ენერგიიდან“ - აცხადებს კანცლ
-
ტოკიომ უცხოელების დასაქმებისთვის ახალი სავიზო რეჟიმი აამოქმედა - ვის შეეძლება იაპონიაში მუშაობა
იაპონიაში მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ახალი სავიზო რეგულაციები, რომლებიც უცხოელებს იაპონიაში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ამ გზით იაპონია ცდილობს შეავსოს მუშახელის დეფიციტი, რომელსაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში მწვავედ განიცდის. როგოც DW წერს, საუბარია ათასობით სამუშაო ადგილზე, რომელიც ამჟამად თავისუფალია. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ბიზნეს სექტორი კმაყოფილია, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას უარყოფითად აფასებს. მათი აზრით,
-
Facebook-ის აქციონერების ნაწილი მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს
Facebook-ის აქციონერების ნაწილი მოითხოვს, რომ სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის მმართველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია ავრცელებს. მარკ ცუკერბერგი ხმის უფლების მქონე აქციების 60%-ს აკონტროლებს, რაც მას უფლებას აძლევს ფაქტობრივად მარტომ აკონტროლოს კომპანიის პოლიტიკა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს.
-
საქართველოში 2019 წლის სამ თვეში ირანიდან და თურქეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა
2019 წლის სამ თვეში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა ნაკადში 56%-იანი კლებაა, თურქეთიდან კი შემცირება 15%-ს შეადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ ვიზიტებიდან 24 საათზე მეტხანს მხოლოდ 882,130 გაგრძელდა, შესაბამისად სწორედ ეს რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს ტურისტული ხასიათის ვიზიტებად. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მთლიანი ვიზიტების მხოლოდ 4% მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე.
-
ივანე მაჭავარიანი - ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს
ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიმდინარეობის შეფასებისას. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართული შეხვედრების გარდა, ქართულ დელეგაციას მაღალი დონის მოლაპარაკებები ჰქონდა პრაქტიკულად ყველა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.
-
ივანე მაჭავარიანის შეხვედრა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან
განათლების სექტორში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, სინტია ჰუგერსა (Cynthia Huger) და საქართველოს ფინანსთა მინისტრ, ივანე მაჭავარიანს შორის გამართულ შეხვედრაზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი პროგრამა
-
ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის, რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდა.