ნაპოვნია 1 029
-
Xiaomi-ს დამფუძნებელმა ბონუსად $957 მილიონი მიიღო
Xiaomi-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა ლეი ცზიუანმა 957 მილიონი დოლარის ბონუსი მიიღო. ეს ფაქტი ჰონკონგის საფონდო ბირჟის ანგარიშში დაფიქსირდა. BBC-ის ცნობით, ასევე დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცზიუანმა კომპენსაციის სახით კომპანიის 636,6 მილიონი აქცია მიიღო. რომლის ფასიც ბირჟაზე 7,5 მილიარდი ჰონკონგის დოლარია.
-
თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადაეცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადასცა. სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ასოციაციას 100 შესაწამლი აპარატი გადაეცა. პროგრამის ფარგლებში სულ 2000 აპარატის გადაცემაა დაგეგმილი.
-
აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს
აქციონერებმა Boeing-ის ადმინისტრაცია მფრინავების უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს. Deutsche Welle-ს ცნობით, ინდონეზიასა და ეთიოპიაში Boeing 737 Max-ის ჩამოვარდნის შემდეგ, ამერიკული ავიამშენებელი კორპორაციის წინააღმდეგ აქციონერებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
-
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომას დაესწრო. მან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2018 წლის გეგმის შესრულების ანგარიში და 2019 წლის გეგმა წარადგინა. გენადი არველაძის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო 2018 წელს ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდას.
-
სეს-მა ოზურგეთში ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.
-
საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან
ბოდო შეფერი ევროპაში ნომერ პირველი ფინანსური კონსულტანტი, მწერალი და ბიზნესმენია. მას დროის და ფინანსების მართვის უდიდესი პრაქტიკა გააჩნია, რის გამოც ფართო პოპულარობა მოიპოვა, ხოლო ფინანსური წვლილისთვის მას „ფინანსურ მოცარტს“ უწოდებენ. ბოდო შეფერს უკვე 30 წლის ასაკში საკუთარი კაპიტალის პროცენტებზე ცხოვრება შეეძლო. მისი წიგნები და სემინარების ჩანაწერები მთელ მსოფლიოში პოპულარულია.
-
თიბისი უზბეკეთის გადახდის პლატფორმა Payme-ს ყიდულობს
თიბისი, უზბეკეთში, გადახდის პლატფორმა Payme-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, როგორც თავად ამბობენ, 70%-ით ზრდიან მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურებიან.
-
სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით SOCAR-ი მოამარაგებს
სტამბოლის ახალი აეროპორტის საწვავით მომარაგების ტენდერში გამარჯვებულად, აზერბაიჯანულ სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ შვილობილი კომპანია „სოკარ ავიეიშენ“ გამოცხადდა. როგორც „სოკარ ტურკის“ ვაჭრობის დირექტორი მურად ერდოღანი ამბობს, მისი კომპანია აეროპორტს ხუთი წლის განმავლობაში, წელიწადში 700 ათასი ტონა საწვავით მოამარაგებს.
-
ლესოტოში 72-კარატიანი იშვიათი ალმასი აღმოაჩინეს
72-კარატიანი იშვიათი ყვითელი ალმასი იპოვეს აფრიკულ ლესოტოში. როგორც სამხრეთ-აფრიკული საინფორმაციო სააგენტო News24 იუწყება, ეს უკვე მესამე მსხვილი თვითნაბადია, რომელიც ლიკობონის წყაროზე მალუტის მთაზე აღმოაჩინეს, სამეფოს ჩრდილო-დასავლეთში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქ 46, 70 და 326-კარატიანი ალმასები აღმოაჩინეს.
-
საქართველოში წიაღით სარგებლობის წესებში ცვლილებები შევიდა
საქართველოში წიაღით სარგებლობის წესებში ცვლილებები შევიდა. მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, დეტალურად განისაზღვრა ის სალიცენზიო პირობები, რომელიც წიაღის მომპოვებელი ლიცენზიის მფლობელებმა უნდა დაიცვან. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ნორმატიულ დონეზე განისაზღვრა მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც უზრუნველყოფს მტვრის გაფრქვევისა და შიდა
-
ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ კონფერენციაზე Energy Transition Dialogue 2019. ნათია თურნავამ კონფერენციაზე მოხსნება გააკეთა თემაზე: ენერგორესურსების დივერსიფიცირება და ახალი ტექნოლოგიები, როგორც ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის წინაპირობა.
-
საქართველოში ვირის რძით საპნების წარმოება დაიწყო - როგორია ბებიის რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ფასი
საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „დემა“ ვირის რძით დამზადებული საპნები გამოუშვა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროდუქცია ბებიის რეცეპტით მზადდება, რომელსაც სხვადასხვა სახის მცენარეებზე დამზადებული სამკურნალო მალამო ემატება.
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ბერლინში შეხვედრებს მართავენ
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროს, გერმანიის ZIM (Zentrales Inovationsprogramm Mittelstand) ფონდის და განახლებადი ენერგიების კონსორციუმის “ეკლარიონის” ოფიციალური მიწვევით იმყოფებიან ბერლინში.
-
საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს
საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანმა ექსპერტებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“, რომელიც 2019 წლის 8 აპრილს თბილისში გაიმართა.
-
ISET-ის უფასო კურსი "R და STATA ყოველდღიურობაში"!
ისევ მეოთხე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის! ამჯერად ISET-ის უფასო კურსი "R და STATA ყოველდღიურობაში"! არ აქვს მნიშვნელობა, რომელ უნივერსიტეტში სწავლობ, მთავარი შენი მიზანი, წინსვლა და პროგრესია.
-
ბიზნესის ფინანსური დადეგმვა
ჩვენი მორიგი შეხვედრის თემა: ბიზნესის ფინანსური დადეგმვა დასწრება შეუძლიათ მათ, ვინც მუშაობენ ბიზნეს გეგმაზე და სჭირდებათ სპეციალისტის რეკომენდაციები. ტრენინგზე გაეცნობით: ბიზნეს ფინანსების დაგეგმვის პრაქტიკულ მნიშვნელობას, შემოსავლებისა და ხარჯების დახარისხების ძირითად პრინციპებს. ასევე გაივარჯიშებთ მმართველობითი აღრიცხვისა და საკვანძო ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზირებაში.
-
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში Airbnb-ის საშუალებით ბინების დაქირავება ისევ შესაძლებელია
Airbnb-მა სადავო ტერიტორიებზე კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. განცხადებაში ლაპარაკია იმაზე, რომ მსურველებს Airbnb-ის საშუალებით ბინების დაქირავება მდინარე იორდანეს დავალეთ სანაპიროზე შეეძლებათ. ამავე სიაშია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
-
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.6 პროცენტიან ნიშნულზე დატოვა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალ, აპრილის ანგარიშია (WorldEconomicOutlook) ნათქვამი. სსფ-მ მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.6 პროცენტამდე ფონდის მისიის საქართველოში სტუმრობის შემდეგ, თებერვალში დაწია.
-
11 აპრილიდან ვახუშტის ხიდზე მოძრაობის ზოლი იცვლება
ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღის ბოლომდე პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება, რომლის შემდეგაც რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება.
-
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.1 მლნ ტონით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 5.6 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 5.5 მლნ ტონა იყო.
-
კობა გვენეტაძე მსესხებლის წერილს ასაჯაროებს - მათ საყურადღებოდ, ვინც გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თემაზე სტატუსს აქვეყნებს და ერთ-ერთი მსესხებლის მიერ მისთვის მიწერილ წერილს ასაჯაროებს. გვენეტაძე წერს, რომ წერილი მათ საყურადღებოდ საჯაროვდება, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე დაკრედიტების მომხრეა.
-
ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდა
მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ასევე საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით თბილისის მერია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის ინფორმაციით, პროექტისთვის დედაქალაქის მთავრობამ 4 მილიონი ლარი გამოყო და ქალაქის ასეულობით წერტილზე ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება, რომლებიც დარღვევებს დააფიქსირ
-
ამერიკა ევროკავშირს 11 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტზე ახალ ტარიფებს დაუწესებს
ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში ევროკავშირიდან შესული 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფის დაწესებას გეგმავს. როგორც „ბიბისი“ წერს, ვაშინგტონი ამას იმ სუბსიდიების საპასუხოდ აკეთებს, რომლითაც ევროკავშირი Airbus-ს ეხმარება. BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ Airbus-ისთვის დაწესებული სუბსიდიები აშშ-ზე უარყოფით გავლენას ახდენს.
-
„რეზონანსი" - ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-ს მიაღწევს - რა ელის მომხმარებელს?
მომდევნო 3-4 წელიწადში ელექტროენერგიის დეფიციტი შესაძლოა, 30%-მდე გაიზარდოს. ტენდენცია გრძელდება და იმპორტზე დამოკიდებულება მუდმივად მატულობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მცირე თუ საშუალო სიმძლავრის რამდენიმე ახალი ჰესი აშენდა, საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა ვერ გვარდება.