კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
ნავიგატორი
615


კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

 

  1. BPN Georgia-ს შესახებ

მისია და მიზნები

შვეიცარიაში დაფუძნებული ფონდის Business Professionals Network (BPN) მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებაში, რათა შეიქმნას მდგრადი სამუშაო ადგილები, რაც თავის მხრივ ეკონომიკის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის წინაპირობაა.  

BPN Georgia-ს შემუშავებული აქვს მეწარმეების ხელშემწყობი სპეციალური 3 წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ეძლევათ საშუალება შეიძინონ და გაიღრმავონ ბიზნეს განათლება და მიიღონ ინდივიდუალური ბიზნეს კონსულტაციები როგორც შვეიცარიელი, ასევე ქართველი ექსპერტებისგან.  

ჩვენი საბოლოო მიზანი კი წარმატებული ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის ქსელის შექმნაა, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ბიზნეს გამოცდილებას და ბაზარზე იკავებენ წამყვან ადგილს

BPN-ის საერთაშორისო გამოცდილება

  ფონდი BPN მოღვაწეობს მსოფლიოს 5 ქვეყანაში და მან დაარსების დღიდან დღემდე მხარი დაუჭირა დაახლოებით 1’500 კომპანიას, რის შედეგადაც შეიქმნა 27’000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

BPN Georgia

BPN–ის წარმომადგენლობა საქართველოში დაარსდა 2016 წლის მაისში. დღეის მდგომარეობით BPN–ს საქართველოში 80-ზე მეტი პარტნიორი კომპანია ჰყავს, რომლებსაც მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებასა და ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაში მრავალფეროვანი სემინარების, ვებინარების, ვორქშოფებისა და ინდივიდუალური ბიზნეს კონსულტაციების დახმარებით.

ჩვენთან თანამშრომლობის პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამის მონაწილეებმა მიაღწიეს დასაქმებულების რაოდენობის საშუალოდ 33% –იანი ზრდასა და შემოსავლის 21% –იან ზრდას.

  1.  მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების სასწავლო პროგრამის შესახებ

გრძელვადიანი პროგრამა

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამა არის სამ წლიანი: მეწარმეები პროგრამაში ჩართვის დღიდან სამი წლის განმავლობაში მიიღებენ მხარდაჭერას ბიზნესის განვითარებისა და ზრდის პროცესში.

პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობაა მეწარმის მიერ ბიზნესის განვითარების გეგმის შედგენა, რაშიც BPN Georgia-ს თანამშრომლები დაგეხმარებით.

ბიზნეს განვითარების გეგმის დროულად და ეფექტურად განსახორციელებლად BPN Georgia შემდეგ ეტაპზე გთავაზობთ  ოთხ ძირითად სემინარს:

1. ბიზნესის ადმინისტრირება (12საათი)

2. ფინანსური მენეჯმენტი (12საათი)

3. მარკეტინგი (12საათი)

4. ადამიანური რესურსების მართვა (12საათი)

ყველა ზემოთხსენებულ სემინარს გაუძღვება შვეიცარიელი ექსპერტი.

გარდა ამისა თანამშრომლობის სრული სამი წლის განმავლობაში თქვენ ისარგებლებთ ჩვენი შვეიცარიელი და ადგილობრივი ექსპერტების ინდივიდუალური ბიზნეს კონსულტაციებით თქვენთვის აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე.

პროგრამა მოიცავს თქვენს სამუშაო ადგილზე ვიზიტებსა და კონკრეტულად თქვენს კომპანიაზე მორგებულ კონსულტაციას.

დამატებითი სემინარები

გარდა ამისა BPN Georgia-ს დამატებით შემუშავებული აქვს მრავალფეროვანი სემინარების პაკეტი, რომელიც მორგებულია ზოგად მმართველობით, და/თუ იმ მომენტისთვის წარმოქმნილ ბიზნესისთვის აქტუალურ თემებსა და გამოწვევებზე.

ტექნიკური დახმარება

ჩვენ გვაქვს ამის პრაქტიკა და შესაძლებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში,  ჩვენი პროგრამის მონაწილეებმა მიიღონ ტექნიკური დახმარება მოწვეული შვეიცარიელი ექსპერტებისგან.

BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაცია

პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გახდნენ BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის წევრი, რათა შეინარჩუნონ კონტაქტი პროგრამის სხვა მონაწილეებთან და ხელი შეუწყონ ურთიერთთანამშრომლობასა და ბიზნეს გამოცდილების გაზიარებას.

  1.  ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი?

პროგრამა ღიაა ყველა მცირე და საშუალო ზომის კომპანიისთვის, რომელიც ეწევა ნებისმიერი სახის მეწარმეობას ან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3g4OlgF ან შეავსეთ ქვევით მოცემული სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@bpngeorgia.ge

  1. კონკურსში მონაწილეობის მიღების კრიტერიუმები:

ასაკი: 20–60 წლის მეწარმეები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გაზარდონ ბიზნესი და შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები;

• ბაზარზე სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

• სექტორი: წარმოება და/ან მომსახურების მიწოდება;

• აგრო გადამამუშავებელი კომპანიები;

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

 

  1. პროგრამის დაფინანსება

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა 95 %-ით თანადაფინანსებულია BPN ფონდის მიერ და პროგრამის ეფექტური ხარჯების მხოლოდ 5% ეკისრება პროგრამის მონაწილეს.

გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში ყველა ბიზნეს ქოუჩინგი და კონსულტაცია გაიცემა დამატებითი საფასურის გარეშე.

დამატებითი სემინარებისთვის პროგრამის მონაწილეებზე მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება.

 

  1. რეგისტრაციის საბოლოო ვადა და კონკურსის განრიგი:

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 1თებერვალი 18:00 საათი

აპლიკაციის განხილვა და გასაუბრება პოტენციურ მონაწილესთან: 6 თებერვალი

პროგრამის დაწყების თარიღი: 10 თებერვალი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bpngeorgia.ge/home/programme/BPN-programme

ან შეავსეთ ქვევით მოცემული სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@bpngeorgia.ge.

 


 

https://jobs.ge/

17-01-2023

წყარო: BPN Georgia

01-05-2019

ანაკლიის პორტის მთავარი კონტრაქტორი ამ კვირაში გახდება ცნობილი

20-02-2019

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა

17-07-2023

საკოლექციო მონეტების დიზაინის კონკურსი

06-03-2019

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სასწავლებლად სრული სტიპენდიის მოპოვება თქვენც შეგიძლიათ!

06-03-2019

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სასწავლებლად სრული სტიპენდიის მოპოვება თქვენც შეგიძლიათ!

01-05-2019

ანაკლიის პორტის მთავარი კონტრაქტორი ამ კვირაში გახდება ცნობილი

20-02-2019

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა

17-07-2023

საკოლექციო მონეტების დიზაინის კონკურსი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ