„ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
ნავიგატორი
1061


„ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

ევროკომისიამ და მის ფარგლებში მოქმედმა „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) პროგრამამ „ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროში მომუშავე პროექტებისთვისაა განკუთვნილი. 

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები წელს შემდეგ ხუთ კატეგორიაში გაიცემა: კონსერვაცია, ადაპტაცია და ხელახალი გამოყენება; კვლევა; განათლება, ტრენინგი და უნარები; მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება; და კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონები.

საპროექტო განაცხადები შეიძლება ეხებოდეს მატერიალურ, არამატერიალურ ან ციფრულ კულტურულ მემკვიდრეობას. ამასთან, კონკურსზე მიიღება როგორც მცირემასშტაბიანი ასევე დიდი მასშტაბის, ადგილობრივი, ევროპული ან საერთაშორისო პროექტები.

ჯილდოები გადაეცემა 30-მდე პროექტს, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გამორჩეულ შედეგებს მიაღწია. მათგან მაქსიმუმ 5 გამარჯვებული მიიღებს გრანპრისა და 10,000 ევროს ოდენობის ფულად ჯილდოს. იმავე მოცულობის ფულადი თანხა ასევე გადაეცემა ხალხის რჩეულ გამარჯვებულს, რომელიც ინტერნეტით ჩატარებული ხმის მიცემით გამოვლინდება. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოცაა

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი.

ამასთან, „ევროპა ნოსტრა“ უმასპინძლებს ორ ვებინარს თემაზე, „როგორ მოვამზადოთ განაცხადი ‘ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის’ კონკურსისთვის“. ვებინარები შეეხება ერთსა და იმავე საკითხებს და გაიმართება შემდეგ რიცხვებში:

  • 2023 წლის 30 აგვისტო, ოთხშაბათი, ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით 17:00 – 18:00 საათები. დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე
  • 2023 წლის 15 სექტემბერი, პარასკევი, ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით 10:00 – 11:00 საათები. დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე

ვებინარებზე დასწრება უფასოა, წინასწარი რეგისტრაცია კი სავალდებულოა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

განაცხადის ფორმა

 


 

წყარო: https://euneighbourseast.eu

10-10-2023

წყარო: ევროკომისია

01-04-2019

ცუდად შეიძლება გახდეთ სხვადასხვა სამსახურის პატარა საიდუმლოებების მოსმენისას

22-03-2019

„უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შეზღუდვა დარგში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს“

11-03-2019

სოფლის განვითარების ევროპული მოდელი

04-03-2019

საქართველოს ბანკი მარტში ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

04-03-2019

საქართველოს ბანკი მარტში ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

01-04-2019

ცუდად შეიძლება გახდეთ სხვადასხვა სამსახურის პატარა საიდუმლოებების მოსმენისას

22-03-2019

„უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შეზღუდვა დარგში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს“

11-03-2019

სოფლის განვითარების ევროპული მოდელი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ