გერდა ჰენკელის ფონდის კვლევითი სტიპენდია (Gerda Henkel Stiftung Research Scholarships)
წყარო: გერდა ჰენკელის ფონდი (Gerda Henkel Stiftung), გერმანია
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.11.2026
- დარჩა 11 დღე
- საიტზე დამატებულია
- 09.11.2026
- ნახვები
- 16
Gerda Henkel Stiftung (დიუსელდორფი, გერმანია) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ისტორიულად ორიენტირებულ კვლევით პროექტებს აფინანსებს. ფონდის თქმით, მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მოქალაქეობაზე ან ადგილსამყოფელზე და ინსტიტუციური აფილიაციაც სავალდებულო არ არის.
- დარგები: არქეოლოგია, ხელოვნების ისტორია, ისლამის ისტორიული კვლევები, ისტორია, მეცნიერების ისტორია, სამართლის ისტორია, პრეისტორია და ადრეული ისტორია (მომიჯნავე დარგებიც, თუ კვლევის ძირითადი საკითხი ისტორიულია)
- ვის შეუძლია: დოქტორის ხარისხის მქონე მკვლევარს (ხარისხი ბოლო 10 წელში, დისერტაცია უკვე გამოქვეყნებული მონოგრაფიად) ან ჰაბილიტაციის/ეკვივალენტური კვალიფიკაციის მქონე მეცნიერს; თემა დისერტაციისგან უნდა განსხვავდებოდეს
- თანხა: €2,760/თვე პოსტდოკისთვის, €3,720/თვე ჰაბილიტაციის შემდეგ; საოჯახო დანამატი 18 წლამდე ბავშვებზე; მგზავრობა და მასალები — საჭიროებისამებრ
- ხანგრძლივობა: 1-დან 24 თვემდე, მხოლოდ სრული განაკვეთით (ხელფასთან ან პენსიასთან ერთად არ გაიცემა)
- წინა ჰენკელის სტიპენდია მინიმუმ 5 წლის წინ უნდა იყოს მიღებული; უარყოფილი განაცხადის ხელახლა წარდგენა არ შეიძლება
- ვადა: 20 ნოემბერი 2026 (გადაწყვეტილება — 2027 წლის აპრილი, დაფინანსება მაისიდან); შემდეგი ვადა — 2027 წლის მაისი
განაცხადი ივსება ფონდის ელექტრონულ ფორმაში, სარეკომენდაციო წერილებს (მაქს. 2) ავტორები თავად ტვირთავენ. დეტალები: gerda-henkel-stiftung.de — Research Scholarships