|
| 2049 |
|---|
საჯარო რეესტრს ავღანეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია
| საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა. მან სტუმრებს რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგადაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში "Doing Business” მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა კი სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურების, ელექტრონული სერვისებისა და სააგენტოს მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციით და დაფინანსებით იმყოფება. დელეგაციას ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ზოჰორუდინ შირზადასი ხელმძღვანელობს. |

06-03-2019
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
|
03-04-2023 გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო |
|---|
|
11-05-2023 პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ცხადდება კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მოსაპოვებლად |
|
17-07-2023 EU4Youth პროგრამა ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წასახალისებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 9 პროექტს იწყებს |
|
04-08-2019 თანამშრომელს ხელფასებს უზრდის-განცხადება |