როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?
ნავიგატორი
2258


როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

<p>მეთხილე ფერმერი ჯემალ თორდია პლანტაციების შეწამვლას მარტის ბოლოდან გეგმავს. მას თხილის ბაღები ზუგდიდის რაიონში, 12 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული. <br />
<br />
როგორც ჯემალ თორდია BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, ფაროსანას და თხილის სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად, კომბინირებულად, 1 ჰექტარი ფართობის წამლობა საშუალოდ, 120 ლარი ჯდება. </p>

 

„პრეპარატები შემოსულია. ბევრი მაღაზიაა გახსნილი. წამლის პრობლემა არ არის, ფინანსების – რა თქმა უნდა, თუმცა არიან ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც შხამქიმიკატებზე განვადებებს იძლევიან და ეს არის შეღავათი. განვადება ნახევარი წლის განმავლობაში უპროცენტოა. ერთი ჰექტარის შეწამვლა სიდამპლეზე, ფაროსანაზე და ნაცარზე დაახლოებით, 120 ლარი ღირს“, – აღნიშნავს ფერმერი. 

მისი ინფორმაციით, ვიდრე არ დათბება, ფაროსანასთან ბრძოლა ადრეა. 

„ახლა განსაკუთრებით წამოვიდა კვირტის ტკიპა. ეს არის დაავადება. პირველ რიგში, ეგ უნდა შეიწამლოს, დაახლოებით, მარტის ბოლოს. თუ ადრე დათბება, ადრე იქნება შესაძლებელი. მოგეხსენებათ, მრავალი დაავადება გაუჩნდა თხილს – სოკოვანი, ბუნებრივი სიდამპლე, რაც ახლაც არის და ამას ფაროსანა დაემატა. 

მთავრობა გვპირდება, რომ ოჯახების გარდა, დიდ ფართობებს ყველგან შეწამლავენ. ოჯახებში თავად უნდა შევწამლოთ. მე 12 ჰექტარი მაქვს. შარშან თავად შევწამლე და ცუდი შედეგი არ მქონდა, პირიქით. დროულად უნდა შეიწამლოს. ზოგი ფაროსანაზე ერთხელ შეწამლავს და მორჩა. ერთხელ საკმარისი არ არის, საჭიროა 4-5–ჯერ შეწამვლა. თუ სიდამპლე და ნაცარი შეიძლება 2–ჯერ შეიწამლოს და ეყოს, ფაროსანას შემთხვევაში ეს საკმარისი არ არის“, – გვიხსნის ჯემალ თორდია და დასძენს, რომ ფაროსანასთან ბრძოლას მაშინ ექნება შედეგი, თუ პლანტაციებს ყველა შეწამლავს და არა – ერთი, ან ორი ოჯახი. 

რაც შეეხება ტექნიკურ დახმარებას, ფერმერის თქმით, სახელმწიფო ამ მხრივ ადგილობრივებს მაქსიმალურად მხარს უჭერს. 

„სახელმწიფო განსაკუთრებით, ტექნიკური თვალსაზრისით გვეხმარება. იმის გარანტიას იძლევა, რომ ფერმერმა თუ დააპირა ტექნიკის შეძენა – ტრაქტორის, ან მისაბმელების, არ აქვს ამას მნიშვნელობა, 50%–ს სახელმწიფო აფინანსებს. თუ 1000–ლარიან ტექნიკას იყიდი, 500 ლარს სახელმწიფო გადაიხდის“, – აღნიშნავს ჯემალ თორდია. 

ცნობისთვის: ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 45 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სწორედ ფაროსანას გავრცელების და დაავადებების გამო, თხილმა ქართული საექსპორტო პროდუქციის ათეულში პოზიცია დაკარგა. 

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან თხილის ექსპორტმა 57 მლნ 266 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 30%-ით ნაკლებია, 2016 წელთან შედარებით კი - 68%-ით.

17-02-2019

წყარო: commersant.ge

22-03-2019

პაშა ბანკმა ტყის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნა

15-02-2019

კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს

15-04-2019

ირაკლი ლექვინაძე - 2019 წლის პირველ კვარტალში, რეკომენდაციების 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

17-01-2023

ნინა გრუნენბერგის სტიპენდიის პროგრამა ჟურნალისტებისთვის

17-01-2023

ნინა გრუნენბერგის სტიპენდიის პროგრამა ჟურნალისტებისთვის

22-03-2019

პაშა ბანკმა ტყის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნა

15-02-2019

კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს

15-04-2019

ირაკლი ლექვინაძე - 2019 წლის პირველ კვარტალში, რეკომენდაციების 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ