|
| 1802 |
|---|
შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს
| ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოაცხადა, რომ თუ ბრიტანეთი ევროკავშირს ხელშეკრულების გაუფორმებლად გამოეყოფა, ევროპის განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებსა და მეზობელ თურქთში ვაჭრობა დაზარალდება. EBRD, რომელიც ყოველწლიურად აღმოსავლეთ ევროპისა და თურქეთის ეკონომიკებს მილიარდობით ევროს ახმარს, აცხადებს, რომ აღნიშნული ქვეყნების ჯამურ შიდა პროდუქტს, ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში, რომელიც სავაჭრო კავშირებს დაარღვევს, დაახლოებით 6.8 პროცენტი მოაკლდება. ბანკის ვარაუდით, ყველაზე მეტად კვიპროსი, თურქეთი და პოლონეთი დაზარალდებიან, რადგან მათი ექსპორტის დაახლოებით 7.9-9.1 პროცენტი, სწორედ ბრიტანეთში გადის. EBRD-ის 2015 წლის მონაცემებით, თურქეთის და პოლონეთის ექსპორტში 12 მილიარდი დოლარის მოცულობა, პირდაპირ ან ირიბად, ბრიტანეთზე მოდიოდა. როგორც „როიტერსი“ იუწყება, ევრო კავშირის სულ უფრო მეტი დიპლომატი ფიქრობს, რომ ბრიტანეთი კავშირს ხელშეკრულების გარეშე მოსწყდება, რაც საკუთრივ ბრიტანეთის გარდა, პრობლემებს კონტინენტურ ევროპასაც შეუქმნის. ბრიტანეთის პარლამენტმა პარასკევის კენჭისყრაზეც უარყო პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა. ამასთან გადაწყდა, რომ პარლამენტი ბრექსიტის თემის განსახილველად, ორშაბათსაც შეიკრიბება. ოღონდ, ამჯერად განიხილავენ იმ დარჩენილ სცენარებს, რომლებიც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი. მათ შორისაა: ახალი რეფერენდუმი, არტიკლ 50-ის უარყოფა, ბრექსიტი ხელშეკრულების გარეშე, პარლამენტის ახალი არჩევნები და სხვა. EBRD-ს ევროპის ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების საილუსტრაციოდ, ერთი მაგალითი მოჰყავს: სლოვაკეთი აწარმოებს საავტომობილო ნაწილებს, რომლებიც გერმანიაში ასაწყობად იგზავნება. აქედან კი აწყობილი კვანძები ბრიტანეთში მიდის, სადაც ავტომობილებს აწყობენ. და მაინც, ბანკი აცხადებს, რომ არსებული კავშირების რღვევა, ევროპას მთლინობაში ნაკლებად დააზარალებს, რადგან ამით გამოწვეული ზარალი, იმავე 2015 წლის მონაცემებით, კავშირის მთლიან შიდა პროდუქტს „მხოლოდ“ 0.9 პროცენტს დააკლებს. |

31-03-2019
წყარო: bpn.ge
|
08-04-2019 საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზირების წესი იცვლება |
|---|
|
11-05-2023 ესტონეთში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტზე დასასწრებლად რეგისტრაცია დაიწყო |
|
17-07-2023 ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს |
|
09-02-2023 თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო |