4 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

2019 წლის 4 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 113 251 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

2019 წლის 4 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
• თბილსის ეროვნულ პარკს
• პრომეთეს მღვიმეს
• ყაზბეგის ეროვნულ პარკს
• მარტვილის კანიონს
• მტირალას ეროვნულ პარკს

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.