|
| 1732 |
|---|
თბილისში დღეს ქართულ-ლიბანური ბიზნესფორუმი გაიმართა
| საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, დღეს ბიზნესფორუმი გაიმართა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია, მათ შორის არიან ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გახსნეს. ბიზნესფორუმის სახელწოდებაა – „საქართველო-ლიბანის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები: დინამიური გამოწვევა უკეთესი მომავლისთვის“ და მისი მიზანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. როგორც ფორუმის გახსნისას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოსა და ლიბანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბები მზარდია, თუმცა უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია. „ასეთი ფორუმები, კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, გამონახონ საერთო ინტერესების სფეროები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები“, – განაცხადა ნინო ჩიქოვანმა. ლიბანის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრები, ასევე დიპლომატიური მისიებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ლიბანურ და ქართულ კომპანიებს შორის, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. |

16-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
18-03-2019 ბიზნესში დასაქმებულთა ხელფასები 77.2 ლარით გაიზარდა |
|---|
|
13-05-2019 გერმანიის მოქალაქეები სამსახურს სხვა ქვეყნებში ეძებენ |
|
26-10-2022 სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში |
|
20-02-2019 24 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება Bioli Medical Wellness Resort-ში ჩატარდება |