მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ისევ ვერ გადააყენეს
მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას ისევ გადაურჩა. კომპანიის აქციონერებმა თანამდებობიდან მისი ჩამოშორება მეხუთედ სცადეს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლეს.
ცუკერბერგის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მონაწილეების უკმაყოფილებას კომპანია Facebook-ის გარეშემო აგორებული სკანდალები იწვევს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სოცქსელის დამფუძნებელი ორმაგი კლასის აქციების მფლობელია, რის ხარჯზეც მას კენჭისყრისას ხმათა უმეტესობა ნებისმიერ შემთხვევაში ექნება.