საფრანგეთში Nutella-ს თანამშრომლები გაიფიცნენ
საფრანგეთში Nutella-ს თანამშრომლები გაიფიცნენ. ამის გამო, Nutella-ს მთავარი ფაბრიკა საფრანგეთში დროებით არ მუშაობს. ამის შესახებ CNN წერს.
გაფიცულები ხელფასისა და ბონუსის გაზრდას ითხოვენ. ლაპარაკია 160 თანამშრომელზე, რომელთაც ამჟამად €900 აქვთ ხელფასი.
საფრანგეთში მდებარე Nutella-ს მთავარი ფაბრიკა მსოფლიო ბაზრის ერთ მეოთხედს აწარმოებს.