ფონდის გამოხმაურება მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებით
ნავიგატორი
2047


ფონდის გამოხმაურება მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებით

ევროპის ფონდი ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გამოქვეყნებულ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის, ტექნიკური მხარდაჭერის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების 2014-2018 წლების შედეგების შეფასებას.

2018 წლის აგვისტოში, ევროპის ფონდმა გამოაქვეყნა და დაინტერესებულ მხარეებს გააცნო საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-2020 წლების სტრატეგიის გენდერული შეფასების ანგარიში, რომლის ერთ-ერთ მიგნებასაც სტრატეგიის შემუშავების პროცესში გენდერული ანალიზის ნაკლებობა წარმოადგენს. სათანადო გენდერული ანალიზის გარეშე, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმები ვერ უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც გააუმჯობესებდა ეკონომიკურ მაჩვენებლებს მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორში ჩართული ქალებისა და მამაკაცებისთვის, ვინაიდან მათი საჭიროებები, პრობლემები და შესაძლებლობები განსხვავებულია.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის, ტექნიკური მხარდაჭერის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების 2014-2018 წლების შედეგების შეფასების ანგარიში არ ამახვილებს ყურადღებას აღნიშნული პროგრამის შესაძლო განსხვავებულ გავლენაზე ქალ და მამაკაც ბენეფიციარებზე. მასში განხილული ფინანსური და სხვა მაჩვენებლები არ არის გაანალიზებული გენდერულ ჭრილში, რაც ფაქტობრივად უგულვებელყოფს არსებულ გენდერულ უთანასწორობას ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა ფინანსებსა და უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა და სხვ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ, მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა სათანადოდ არ ითვალისწინებს მეწარმე ქალთა საჭიროებებს.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში გენდერულ ჭრილში გაანალიზებულია ბენეფიციარი საწარმოების მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების კომპონენტი. თუმცა, სქესის ნიშნით სეგრეგირებულია მხოლოდ ბენეფიციარ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა, და არ არის გაანალიზებული ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა ანაზღაურება, შრომის მწარმოებლურობა, წვდომა განვითარებისა და გადამზადების შესაძლებლობებზე და ა.შ.

ვინაიდან მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიმდინარე სტრატეგიის ვადა 2020 წელს იწურება, ევროპის ფონდის რეკომენდაციაა მომდევნო ოთხი წლის სტრატეგიის შემუშავებისას სათანადო ყურადღება დაეთმოს ქალებისა და მამაკაცების ხელმძღვანელობით მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების განსხვავებული საჭიროებების გენდერულ ანალიზს, მათი პრობლემებისა და შესაძლებლობების განსაზღვრის მიზნით. მნიშვნელოვანია, სტრატეგიის მომზადების პროცესში გენდერული თანასწორობა განხილულ იქნას როგორც გამჭოლი საკითხი და შეთავაზებული ქმედებები პოტენციური ბენეფიციარების გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდეს.

03-07-2019

წყარო: ევროპის ფონდი

05-04-2019

გაძვირდება თუ არა პური ისევ?

25-06-2019

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა

11-03-2019

საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები

06-09-2019

სურსათის სააგენტომ დაასახელა სავარაუდო წყარო, საიდანაც „სუდანის ჯგუფის“ საღებავები საწებლებში მოხვდა

06-09-2019

სურსათის სააგენტომ დაასახელა სავარაუდო წყარო, საიდანაც „სუდანის ჯგუფის“ საღებავები საწებლებში მოხვდა

05-04-2019

გაძვირდება თუ არა პური ისევ?

25-06-2019

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა

11-03-2019

საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ