შეხვედრა სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA) სადაც დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია პროექტის მიზნების და ამოცანების შესახებ.
► კოოპერატივების ფონდი CARE ჩეხეთთან, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA) და ჩეხური კომპანია "Holistic Solution”-თან თანამშრომლობით, სოფლად თანამედროვე ტექნოლოგიების ხელშეწყობის მიზნით იწყებს 10-თვიან პროექტს: “ენერგოეფექტური ტექნოლოგიები სოფლის განვითარებისათვის”
► პროექტი ხორციელდება ჩეხეთის-გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის პროგრამის ფარგლებში.
► 2019 წლის 23 აგვისტოს „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“(RCDA) ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში ჩატარდა რეგიონალური შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია პროექტის მიზნების და ამოცანების შესახებ.
► პროექტის ფარგლებში, ჩეხი და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით მოხდება განახლებადი ენერგიისა და კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობის ინოვაციური მოდელების შემუშავება და დემონსტრირება.
► აღნიშნული მოდელის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მოსახლეობას ეფექტურად გამოიყენონ ადგილობრივი ენერგო რესურსები და უპასუხონ აგროწარმოებაში არსებულ გამოწვევებს.