ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001005 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: Land O`Lakes Venture37

განაცხადის ბოლო ვადა
11.10.2021
საიტზე დამატებულია
08.10.2021

კონკურსის შესახებ:

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული და Land O`Lakes International Development Georgia (Venture37)-ის მიერ განხორციელებული პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" - შემდგომში SQIL, მიზნად ისახავს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდას და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საქართველოში. პროექტის დაფინანსება ხორციელდება #FCC-114-2018/004-00 ხელშეკრულების თანახმად.

განაცხადის მოთხოვნის (RFA) ნომერი: 2021-GFP-RFA05
გამოქვეყნების თარიღი: 10 სექტემბერი, 2021, 12:00
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი, 2021, 18:00
თანადაფინანსების გაცემის მექანიზმი: საქონლის/მომსახურების გადაცემის სახით

უფლებამოსილი განმცხადებელი: კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებლები/გადამამუშავებლები.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.

განაცხადების წარდგენა: განაცხადების წარდგენა უნდა განხორციელდეს
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართებზე: nkeshelava@landolakes.org და SQILbizops@landolakes.org

განაცხადები უნდა წარმოადგინოთ ქართულ და ინგლისურ ენებზე.


წყარო: http://jobs.ge