ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001015 დასრულებული

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
22.11.2021
საიტზე დამატებულია
21.10.2021

კონკურსის შესახებ:

კონკურსის მიზანი

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

საპროექტო განაცხადი ტიპი

ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები

  • საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;

  • კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;

  • გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;

  • პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;

  • ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;

  • მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;

  • დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

  • 2021 წლის 20 ოქტომბერი– კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;

  • 2021 წლის 26 ოქტომბერი, 2 ნოემბერი, 8 ნოემბერი 14:00 საათი – ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული) გთხოვთ, მითითებულ ბმულზე დასასწრებად შემოხვიდეთ 10 წუთით ადრე;

  • 2021 წლის10 ნოემბერი – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

  • 2021 წლის 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის 16:00 საათამდე –პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია;

  • 2021 წლის 22 ნოემბერი 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;

  • 2021 წლისნოემბერი– პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

  • 2021 წლის ნოემბერი-დეკემბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

  • 2021 წლის დეკემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფ(ებ)ის მიერ;

  • 2021 წლის დეკემბერი – დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა;

  • 2021წლისდეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები -დანართი 1

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში

  • საპროექტო წინადადება - დანართი 3

  • მაგისტრანტის, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის და კონსულტანტის პროფესიული ბიოგრაფიები - CV დანართი 4, ივსება GMUS-ში

  • ცნობა მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესახებ - დანართი 5

  • კონსულტანტის თანხმობის წერილი (დანართი № 6.1, დანართი № 6.2) (GEO/ENG)

  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 7, ივსება GMUS-ში

  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება- დანართი 8, ივსება GMUS-ში

  • სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 9

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 11

  • ხშირად დასმული კითხვები

  • კონკურსის საკონსულტაციო პრეზენტაცია

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის(ბმული)

  • ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია(ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 10 ნოემბრამდე კონკურსის ელ. ფოსტით mr@rustaveli.org.ge. ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

კოორდინატორი:

ხატია ანანიაშვილი - პროგრამული საკითხები - 597 904334 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

მადინა გაურგაშვილი - კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში

საკონტაქტო ინფორმაცია: mr@rustaveli.org.ge

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!


წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი