ბიზნეს უნივერსალი
წყარო: აწარმოე საქართველოში
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.12.2021
- საიტზე დამატებულია
- 22.10.2021
პროგრამის შესახებ:
პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოვების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.
თანადაფინანსების მიმართულება
*კომერციული ბანკების შემთხვევაში
-
სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%;
-
სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით;
-
სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს;
-
სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
* პროგრამის პირობები
-
საქმიანობა უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრიორიტეტთა ნუსხაში;
-
პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით;
-
ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.
ლიზინგი
-
ლიზინგის კომპონენტის ფარგლებში სააგენტო სალიზინგო პროექტის ვადით ახორციელებს ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას სალიზინგო პროექტის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%;
-
ლიზინგის საგნის მინიმალური ღირებულება შეადგენს 50 000₾, ხოლო მაქსიმალური 10 000 000₾.