კონკურსი სასოფლო-სამეურნეო დანადგარების შესყიდვაზე
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 29.12.2021
- საიტზე დამატებულია
- 15.12.2021
კონკურსის შესახებ:
"აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.
პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანადგარები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია ორთქლის ქვაბზე, ვაკუუმ ამაორთქლებელზე (3 ერთეული), უჟანგავი ფოლადის სახარშ ავზზე (3 ერთეული) და სტერილიზაციის დანადგარზე (2 ერთეული) შეთავაზებების მოთხოვნა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას. სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2022 წლის 12 იანვრამდე. საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვალი.
მიწოდების ადგილი: სოფელი წეროვანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, საქართველო.
შესყიდვა განხორციელდება ოთხ ლოტად:
ლოტი#1: ორთქლის ქვაბი
ლოტი#2: ვაკუუმ ამაორთქლებელი (3 ერთეული)
ლოტი#3: უჟანგავი ფოლადის სახარში ავზი (3 ერთეული)
ლოტი#4: სტერილიზაციის დანადგარები (2 ერთეული)
სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 29 დეკემბერი, 2021 წ.
წყარო: http://jobs.ge