ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001058 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: აფხაზინტერკონტი

განაცხადის ბოლო ვადა
15.02.2022
საიტზე დამატებულია
16.01.2022

კონკურსის შესახებ:

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას. პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გრანტი (მაქსიმუმ 5, 000 ლარი) არ გადმოგეცემათ ფულადი სახით, არამედ გრანტის გამცემი ორგანიზაცია ყიდულობს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს). აგრეთვე, ინოვაციური იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან 5% ნაღდი ფულით).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს (ა(ა)იპ, სას/სამ კოოპერატივი, ი/მ, შ.პ.ს. და ა.შ)
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონებზე: 593 15 13 35 თამარ ელბაქიძე; 599 176 172 ბესარიონ მურუსიძე/

საგრანტო კონკურსის განაცხადი, შეგიძლიათ იხილოთ ასევე ორგანიზაციის FB გვერდზე: NGO AIC ფონდი "აფხაზინტერკონტი".

განხილვის პერიოდი: ერთი თვე
საგრანტო განაცხადი შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით: tamrielb2017@gmail.com ან, პირადად მოიტანოთ დალუქული კონვერტით ფონდ "აფხაზინტერკონტის" (AIC) ოფისში, მისამართზე: ქ. ამბროლაური, დ. აღმაშენებლის #24.

იხილეთ, თანდართული ფაილი.


წყარო: http://jobs.ge