ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001059 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: CSRDG

განაცხადის ბოლო ვადა
20.02.2022
საიტზე დამატებულია
16.01.2022

კონკურსის შესახებ:

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საგრანტო კონკურსში "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება".

კონკურსი ცხადდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში.

კონკურსის მიზანია:

იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული რეფორმების ეფექტიან განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა, ენერგო-ეფექტურობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, სურსათის უვნებლობა და სხვა.

კონკურსის ამოცანაა:

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. იმ ორგანიზაციათა მონაწილეობა, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული ან ძირითადად თბილისში საქმიანობენ, დაიშვება მხოლოდ პარტნიორის (თანაგანმცხადებლის) სახით.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: advocacyoversight.grants@gmail.com

გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.

განაცხადების ელფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 თებერვალი, 24:00 საათი.

საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლის 20 მარტისა.

დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: advocacyoversight.grants@gmail.com. საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.

კონკურსთან დაკავშირებით შემოსული შეკითხვები, შესაბამისი პასუხებით, გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებსაიტზე https://www.csrdg.ge.

დეტალური ინფორმაცია განაცხადების წარდგენის პროცედურებზე და განაცხადის სრული პაკეტი იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1hDbCnHoUdVKAz99yaxLyy8Wl108PvUmv


წყარო: http://jobs.ge