სოციალური საწარმოს განვითარების საგრანტო კონკურსი
წყარო: CSRDG
- განაცხადის ბოლო ვადა
- 28.02.2022
- საიტზე დამატებულია
- 27.01.2022
კონკურსის შესახებ:
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. მისი მისია საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობაა.
2021 წლის მარტში, ევროკავშირის (EU) და "პური მსოფლიოსთვის" (Brot) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის (Advancing Social Entrepreneurship for Sustainable and Inclusive Society)", რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), პარტნიორ ორგანიზაციებთან - სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG) - თანამშრომლობით.
პროექტის "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის იდეების საგრანტო კონკურსს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მხარი დაუჭიროს მოქმედ სოციალურ საწარმოების საქმიანობის გაფართოვებას და განვითარებას, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები.
საგრანტო კონკურსში მონაწილოების მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10% -იანი თანამონაწილეობა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თანდართულ დოკუმენტაციას.
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: სოციალური საწარმოს განვითარების განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2022 წლის 28 თებერვალი, 18:00 სთ.
საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან ჩატარდება ონლაინ Zoom- პლატფორმის გამოყენებით 7 თებერვალს 11:00 საათზე და 21 თებერვალს 11:00 საათზე.
შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ აქ.
წყარო: http://jobs.ge