|
1761 |
---|
![]() |
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001073
"მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის" სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სრული დაფინანსებით, იწყებს განაცხადების მიღებას საქართველოს 4 რეგიონში - სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - რძის წარმოებაში ჩართული ფერმერებისგან, მათთვის სრულად დაფინანსებული, ტექნიკური დახმარების მისაღებად, რათა გააუმჯობესონ ფერმის ჰიგიენური პირობები, პირუტყვის პროდუქტიულობა, წარმოებული პროდუქციის ხარისხი/მოცულობა და ა.შ.
პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარმოდგენა შეუძლია ყველა ფერმერს, ვინც:
1. ფლობს 6-დან 20 სულამდე მერძეულ პირუტყვს (ფურს);
2. აწარმოებს და მომხმარებელს აწვდის რძეს და რძის პროდუქტებს.
პროგრამის პირობები:
მონაწილედ შერჩეულ ფერმერთა მეურნეობაში - ექსპერტთა რეკომენდაციის და მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე - მოეწყობა შემდეგი ტიპის სადემონსტრაციო ფერმები:
** რძის მენეჯმენტი/რძის ჰიგიენა;
** ცხოველის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
** პირუტყვის საკვების წარმოება;
** პირუტყვის საკვების კონსერვაცია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: dimma@gfa.org.ge
კონკურსთან ან სააპლიკაციო ფორმასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს:
იმერეთი / რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - სოფო ფუტკარაძე 591800577
სამეგრელო-ზემო სვანეთი - ლაშა ქირია 579792677
სამცხე-ჯავახეთი - ვალერი გელაშვილი 599402612
ან დაუკავშირდით ამ პროგრამის რეგიონულ წარმომადგენლებს:
იმერეთი / რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ქეთევან ციბაძე 599580168
სამეგრელო-ზემო სვანეთი - მერაბ დანელია 595992409
სამცხე-ჯავახეთი - ზურაბ ყულჯანიშვილი 568707706
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 3 ივნისი, 2022, 18:00 საათი
სრული ინფორმაცია განაცხადის წარდგენის და პროგრამის პირობების შესახებ იხილეთ მიბმულ დოკუმენტში.
წყარო: http://jobs.ge
რეგიონი: იმერეთი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი; სამეგრელო-ზემო სვანეთი; სამცხე-ჯავახეთი;
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები; ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა;
დამატებულია: 04-02-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 03-06-2022
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 12 დღე;
21-01-2019 საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III) |
---|
15-05-2022 საგრანტო კონკურსი |
07-05-2022 საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა |
25-01-2019 EU4Business საგარანტიო პროგრამა |