საგრანტო კონკურსი
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 04.04.2022
- საიტზე დამატებულია
- 17.02.2022
კონკურსის შესახებ:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
14 მარტიდან 4 აპრილის 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
11 აპრილის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
აპრილი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;
აპრილი-მაისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
მაისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;
ივნისი – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
ივნისი - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
ჯგუფური კონსულტაციები:
28 თებერვალი, 31 მარტი - 14:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე, შეხვედრის წინა დღეს)
1-ელი აპრილი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
-
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს №179/ნ ბრძანება
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 9 თებერვლის N18 ბრძანება
-
კონკურსის პირობები (დანართი 1)
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
-
კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2) - ივსება GMUS-ში
-
საპროექტო წინადადება (დანართი 3)
-
პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირდება პროექტის რეგისტრაციისას
-
პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) - ივსება GMUS-ში
-
პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6) - ივსება GMUS-ში
-
ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- (GEO/ENG)
-
თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 8 - (GEO/ENG)
-
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან, პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
-
კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 12) - ივსება GMUS-ში
-
საპროექტო წინადადება (დანართი 13)
-
პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) - ივსება GMUS-ში
-
პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 16) - ივსება GMUS-ში
-
პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 17) - ივსება GMUS-ში
-
ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- GEO/ENG)
-
პროექტში ჩართული ძირითადი და პლენარული მომხსენებლების (თუ ისინი ამავდროულად არ ატარებენ ძირითადი პერსონალის სტატუსს) თანხმობის წერილები - დანართი 14 (GEO/ENG)
-
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
-
ბიუჯეტის კლასიფიკატორი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
-
პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
-
ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
-
დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე otg@rustaveli.org.ge
კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე (პროგრამული საკითხები)
568 88 37 57
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი