projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
433


სოფლის შეღავათიანი აგროკრედიტი

უნიკალური ნომერი: 000110

პროექტის აღწერა:

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში.

პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.


პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტით განსაზღვრულ პირობებს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აგრო კრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არ მონაწილეობსსაკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;

2. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;

3. შეღავათიანი აგროლიზინგი;

4. სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში".


 განკარგულება # 807 11,05,2016.pdf


პროექტის კომპონენტები :

დამატებულია: 22-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 344 დღე;


22-01-2019

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

04-02-2019

CRRC საქართველო - პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვეპროექტი

21-01-2019

სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

21-01-2019

სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

22-01-2019

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

04-02-2019

CRRC საქართველო - პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვეპროექტი


სიახლეების გამოწერა























Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ