ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001112 დასრულებული

კონკურსი გრაფიკული დიზაინერების შესარჩევად

წყარო: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

განაცხადის ბოლო ვადა
25.04.2022
საიტზე დამატებულია
05.04.2022

კონკურსის შესახებ:

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში არის 5 წლიანი (2022-2026) ინიციატივა რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერების და მონაცემთა ვიზუალიზაციის სფეროში კვალიფიციური ექსპერტების შესარჩევად, რომლებიც პროგრამის დაკვეთის შესაბამისად მოამზადებენ სხვადასხვა ონლაინ და საბეჭდი პროდუქტების/პუბლიკაციების დიზაინს.

კონკურსის პირობების ტექსტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილების სახით.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 25 აპრილი.


წყარო: http://jobs.ge