|
371 |
---|
![]() |
საგრანტო კონკურსი განვითარებადი სათემო ორგანიზაციებისთვის |
უნიკალური ნომერი: 001129
"ევროპის ფონდი" იწვევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, აქტუალური სათემო პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.
საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანებია:
** ახლად დაარსებული სსო-ების გაძლიერება მათი ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან პარტნიორობის მეშვეობით.
** სსო-ების სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების საქმიანობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე აქტუალური პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან, გამოცდილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობის გზით.
საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 3 ივნისი.
წყარო: http://jobs.ge
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
დამატებულია: 07-05-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 03-06-2022
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 12 დღე;
31-01-2019 საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - ფუნდამენტური კვლევები |
---|
25-01-2019 სტარტაპ სასტუმრო სესხი – თიბისი ბანკი |
12-02-2020 კომპლექსური მიდგომა |
21-01-2019 საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III) |