ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001149 დასრულებული

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
06.06.2022
საიტზე დამატებულია
20.05.2022

კონკურსის შესახებ:

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს :

  • გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
  • შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია შემდეგი წყაროების გამოყენებით :

  • სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა.
  • შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
  • ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა ან/და პროექტის დაფინანსების ალტერნატიული ფინანსური წყარო.

შენიშვნა : თანადაფინანსების სპეციალური პირობები ვრცელდება იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გაყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ით თუმცა არაუმეტეს 500,000 ლარისა. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.

შენიშვნა : გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში დაფინანსდება ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოება.

შენიშვნა: შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ფოთსა და ბათუმში დაფინანსდება მარცვლეულის შემნახველი საწარმოები.


დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ: სოფლის განვითარების სააგენტო