მონაწილეთა შერჩევა RDYE სამეწარმეო პროგრამისთვის
ნავიგატორი
3177


Mercy მონაწილეთა შერჩევა RDYE სამეწარმეო პროგრამისთვის

უნიკალური ნომერი: 001163

კონკურსის შესახებ:

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 42 თვიანი (2021-2025 წლბში) პროექტი, რომელსაც ახორციელებს MERCY CORPS-ის წარმომადგენლობა საქართველოში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის განხორციელების მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

პროექტის მიზანია 18-35 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდება საქართველოს 4 რეგიონის მასშტაბით:
- ქვემო ქართლი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა;
- სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქის, ნინოწმინდა;
- შიდა ქართლი: გორი, ქარელი, კასპი;
- მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი.

მოცემული სააპლიკაციო ფორმა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტრესებულია სამეწარმეო საქმიანობით, სურს ბიზნესიდეის განხორციელება ან უკვე არსებული ბიზნესის გაფართოება და მონაწილეობას მიიღებს ორდღაიან საბაზისო სამეწარმეო ტრეინინგში.

შემდეგ ეტაპზე გადასული 175 ახალგაზრდა (რომლებიც შეირჩევიან მათი ბიზნეს იდეების მიხედვით) მიიღებს მონაწილეობას 7დღიან ინტენსიური ბიზნეს გადამზადების ტრეინინგებში (BET), სადაც ისინი სრულყოფენ მათ ბიზნეს გეგმებს.
პროექტის ბოლო ეტაპზე დაფინანსდება 50 ბიზნესიდეა.

პირველ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ველები.

გისურვებთ წარმატებას!


წყარო: Mercy Corps

დამატებულია: 12-06-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2022

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 135 დღე;






31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

07-05-2022

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

08-08-2022

საგრანტო პროგრამა „სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით“

05-04-2022

ღია კარის საგრანტო პროგრამა

05-04-2022

ღია კარის საგრანტო პროგრამა

31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

07-05-2022

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

08-08-2022

საგრანტო პროგრამა „სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით“


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ