|
1087 |
---|
![]() |
საგრანტო კონკურსი: სატრეინინგო პროგრამების შემუშავებ |
უნიკალური ნომერი: 001168
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარების მიზნით, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC)-ის მიერ განხორციელებული პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება სამუშაოს მაძიებლებს, რათა მათ განივითარონ ზრდადი ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები.
პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი ინტერვენციები:
1. კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის.
2. პროფესიული პროგრამების შემუშავება ან გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად.
3. პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის.
ამჟამად, USAID-ის პროგრამა - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის აცხადებს წლიურ საგრანტო კონკურსს: APS # 004-C2B-001-2022- "გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო და სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება/გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად".
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მისამართზე: skillsgrants@iesc.org წარმოგვიდგინოთ თქვენი განაცხადი ნებისმიერ დროს არაუგვიანეს 2022 წლის 21 სექტემბრისა, 18:00 სთ. გთხოვთ, მიუთითოთ "APS # 004-C2B-001-2022" თქვენი ელ. წერილის სათაურში.
წყარო: http://jobs.ge
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი;
დამატებულია: 29-06-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 21-09-2022
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 34 დღე;
20-07-2022 საგრანტო კონკურსი |
---|
25-01-2019 სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი |
15-03-2022 15 000 ლარამდე მცირე საგრანტო პროგრამა (პროტოტიპირება) |
21-01-2019 საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III) |