Urgent Action Fund — სწრაფი გრანტები ქალთა და ფემინისტი აქტივისტებისთვის
წყარო: Urgent Action Fund for Women's Human Rights (აშშ, დამოუკიდებელი ფონდი)
- განაცხადის ბოლო ვადა
- მიმდინარე
- საიტზე დამატებულია
- 06.11.2026
- ნახვები
- 39
Urgent Action Fund for Women's Human Rights ფემინისტ აქტივისტებს სწრაფ დახმარებას უწევს მაშინ, როცა წარმოიქმნება მოულოდნელი საფრთხე ან შესაძლებლობა, რომელსაც დაგეგმილი დაფინანსება ვერ ეწევა. ფონდის გეოგრაფიაში შედის კავკასიის რეგიონი — საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.
გრანტის ტიპები:
- Security Grant — აქტივისტების ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოება; აქტივობა უნდა განხორციელდეს დამტკიცებიდან 3 თვეში
- Opportunity Grant — ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, პოლიტიკაზე ან საზოგადოებრივ დისკურსზე გავლენა მოულოდნელად გაჩენილ შესაძლებლობაზე; აქტივობა — დამტკიცებიდან 6 თვეში
პირობები: გადაწყვეტილებებს იღებენ ქალები, ტრანს ან არაბინარული ადამიანები; აქტივობა მათ ემსახურება; ჯგუფს მხარს უჭერს ადგილობრივი ან საერთაშორისო ფემინისტური ქსელი; ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი $1 მლნ-ზე ნაკლებია. არ ფინანსდება დაგეგმილი პროექტები და სერვისები, ქველმოქმედება, მიმდინარე ხარჯები, სტიპენდიები და კაპიტალური პროექტები.
- თანხა: $8 000-მდე
- სისწრაფე: მიღების დადასტურება 24 საათში, გადაწყვეტილება 15 სამუშაო დღეში, გადარიცხვა 5–10 სამუშაო დღეში
- ვადა: არ არის — განაცხადი მიიღება ნებისმიერ დროს
- ენა: ნებისმიერი (ფორმა ხელმისაწვდომია ინგლისურ, რუსულ და არაბულ ენებზე)
დეტალები და განაცხადის პორტალი: urgentactionfund.org/our-grants