იდეების კონკურსი
წყარო: ორბელიანი მეტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.08.2022
- საიტზე დამატებულია
- 14.07.2022
კონკურსის შესახებ:
”ორბელიანი მეტის" პლატფორმაზე სტარტს იღებს იდეების კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო ინიციატივებისა და სოციალურ პროექტების ხელშეწყობას crowdfunding-ის პლატფორმა “ორბელიანი მეტი”-ის საშუალებით.
აქციე შენი ინიციატივა რეალობად დონორი ინსტიტუტებისა და საზოგადოების ერთობლივი მხარდაჭერით!
იდეის წარდგენა შეუძლიათ ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს;
შესაძლებელია, წარმოადგინოთ ნებისმიერი თემატიკის სოციალური ინიციატივა - იქნება ეს განათლება, ხელოვნება,გარემოს დაცვა,ცხოველებზე ზრუნვა თუ სხვა.
იდეის შემოტანა ჩვენს პლატფორმაზეა შესაძლებელი https://orbelianimeti.ge/, სადაც განსაზღვრავთ პროექტის შინაარსსა და სამიზნე თანხას.
იდეების პირველი ციკლის მიღება დასრულდება 20 აგვისტოს;
ჟიური შეარჩევს 18 საუკეთესო იდეას, რის შემდეგაც იდეები განთავსდება "ორბელიანი მეტის" პლატფორმაზე.
იდეების კონკურსი ცხადდება მთელი საქართველოს მასშტაბით;
რას მოიცავს პროექტი:
უფასო ტრენინგს ფონდების მოძიებასა და Crowdfunding-ში.
70% -იან თანადაფინანსებას.
თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა -10.000 ლარი;
შერჩეული იდეების სოციალური მედიით მხარდაჭერას, მათ შორის დასპონსორებულ პოსტებით, რომ ათასობით პოტენციურ მხარდამჭერს მიაწვდინოთ ხმა;
ვიდეო კონტენტის შექმნას თითოეული ინიციატივის შესახებ;
ვადები:
იდეების მიღება დასრულდება: 20 აგვისტოს.
ღია კარის დღეები გაიმართება: 15 ივნისს; 30 ივნისი;
წყარო: ორბელიანი მეტი