15 000 ლარამდე მცირე საგრანტო პროგრამა (პროტოტიპირება)
ნავიგატორი
833


GITA 15 000 ლარამდე მცირე საგრანტო პროგრამა (პროტოტიპირება)

უნიკალური ნომერი: 001183

კონკურსის შესახებ:

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;

  • ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას;

  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;

  • ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას.

პროტოტიპის შექმნის დაფინანსება

პროტოტიპის გრანტით ფინანსდება კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის სერვისის პროტოტიპის შექმნა. გრანტის მიზანია შესაძლებელი გახადოს დაფინანსება საწყისს ეტაპზე, რათა პროექტის გუნდსჰქონდესშესაძლებლობა შექმნას პირველადი პროტოტიპი და შემდგომში იზრუნოს პროდუქტის/სერვისის განვითარებაზე. აღნიშნული ასევე დაეხმარება გუნდს კარგად მოემაზდოს უფრო დიდი დაფინანსების მოპოვებისთვის.

ჩვენ ვაფინანსებთ

პროტოტიპირებას, რაც გულისხმობს ინოვაციური პროექტებისთვის მოწყობილობების და კომპიუტერული პროგრამების შექმნას (15 000 ლარამდე თითოეული პროექტისთვის).

აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:

თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას, ვინაიდან ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.

დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიმართულებით:

  • მასალები

  • მომსახურების შეძენა

დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიმართულებით:

  • მარკეტინგი და PR;

  • საბრუნავი და ძირითადი საშუალებებისათვის; (კომპიუტერული თუ სხვა სახის ტექნიკა, ფართის ქირა);

  • წარმოებისთვის საჭირო ხარჯები;

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო კომისიის წინაშე პროექტის წარდგენიდან 1 თვის ვადაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

პროტოტიპის საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) პროექტის გუნდის კომპეტენცია;

ბ) ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა;

გ) კონკურენტული უპირატესობა;

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.


წყარო: GITA

დამატებულია: 20-07-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 02-11-2022

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 76 დღე;






12-02-2020

კომპლექსური მიდგომა

25-01-2019

სტარტაპ ლიზინგი – თიბისი ბანკი

12-06-2022

მონაწილეთა შერჩევა RDYE სამეწარმეო პროგრამისთვის

10-08-2022

Grant Competition

10-08-2022

Grant Competition

12-02-2020

კომპლექსური მიდგომა

25-01-2019

სტარტაპ ლიზინგი – თიბისი ბანკი

12-06-2022

მონაწილეთა შერჩევა RDYE სამეწარმეო პროგრამისთვის


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ