მცირე გრანტი მეწარმე სუბიექტებისთვის - სამგზავრო
წყარო: სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.01.2019
- საიტზე დამატებულია
- 23.01.2019
გრანტის შესახებ :
5000 ლარამდესამგზავრო გრანტი გაიცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით,
რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალი და ხელი შეუწყოს
საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას.
სამგზავრო მიმართულებით მცირე გრანტის საპროექტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
-
ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტი;
-
ღონისძიების მასშტაბურობა და მნიშვნელოვნობა;
-
ღონისძიების შედეგად მიღებული პოტენციური სარგებელი;
-
სტარტაპის წარმატების პერსპექტივა;
-
ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;
-
საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება.
სამგზავრო გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში შემდეგ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისმისაღებად:
-
კონფერენცია;
-
კონგრესი;
-
ფორუმი;
-
სიმპოზიუმი;
-
სამუშაო შეხვედრა;
-
კონკურსი;
-
ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიება (ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი და ა.შ.)
-
სემინარი-ტრეინინგი;
-
დარგობრივი გამოფენა.
სააგენტოსგან გრანტის სახით მიღებული თანხის გამოყენება შეიძლება მოხდეს მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით:
-
საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის სარეგისტრაციო მოსაკრებელის საფასურის გადასახდელად;
-
ტრანსპორტით ორმხრივი მგზავრობის ბილეთის შესაძენად;
-
სამოგზაურო დაზღვევის შესაძენად;
-
სავიზო მოსაკრებელის საფასურის გადასახდელად;
-
საცხოვრებელი ფართობის დაქირავების საფასურის გადასახდელად.
საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.
საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.
საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი10 პროცენტის გადარიცხვა მოხდება
გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშებისშემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს N65-ს ბრძანებით დამტკიცებული
5000 ლარამდე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევს, ასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://grants.gov.ge