მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა
ნავიგატორი
1140


მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001220

კონკურსის შესახებ:

პროგრამაში განაცხადების მიღება 2022 წლის 12 სექტემბრის 12:00 სთ-დან დაიწყება.

პროგრამა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

განაცხადების მიღება, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი.

შემოსული განაცხადის შესაბამისობის დადგენის შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა, უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი და ფინანსური თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შეფასების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გადასვლის საკითხი განიხილება თანადაფინანსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის თანადაფინანსების შესახებ. განაცხადები განიხილება წარდგენის თარიღის რიგითობის შესაბამისად.

პროგრამის მიზანი და ამოცანა

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი, განაცხადის წარმოდგენისთვის ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

  • მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია
  • განაცხადის შევსება და გადაგზავნა.

მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისთვის ან უკვე არსებულ ანგარიშზე შესასვლელად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: ანგარიშზე შესვლა / რეგისტრაცია

საქართველოს მთავრობის დადგენილება

პროგრამის პირობები

პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით ძირითადი საშუალებების შეძენის/შექმნის და სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებით/მიზნობრიობით:

  • რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
  • ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება - მანქანა-დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების თანადაფინანსება;
  • ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაცხოვრებელი) - არაუმეტეს 100 კვ.მ სათბურის მოწყობის თანადაფინანსება;
  • მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის მოწყობა (არაუმეტეს 5 კვტ სიმძლავრე) - რძის პირველადი წარმოების ბენეფიციარებისათვის;
  • სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის/სისტემის დანერგვა - მცირე და საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი საწარმოს და რძის შემგროვებელი პუნქტის ბენეფიციარებისათვის.

პროგრამის ფარგლებში, არსებული ბიზნეს საქმიანობის დაფინანსება მოხდება შემდეგი მიმართულებებით:

  • რძის შემგროვებელი პუნქტი - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება;
  • რძის გადამამუშავებელი საწარმო - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება.

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს შემდეგი რეგიონები: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

ვეტერინარიის და ხელოვნური განაყოფიერების მიზნობრიობის შემთხვევაში პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა რეგიონი.

ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის მიზნობრიობის შემთხვევაში პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია: იმერეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

პროგრამის ფარგლებში შექმნილი/მოდერნიზებული/გაფართოებული ფერმა უნდა აკმაყოფილებდეს ფერმის მოწყობის კრიტერიუმებს.

პროგრამის მონაწილე

პროგრამის მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამის მონაწილეს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

უძრავი ქონება, სადაც უნდა განხორციელდეს განაცხადით გათვალისწინებული თანხის ინვესტირება, უნდა იყოს პროგრამის მონაწილეობის მსურველის პირად საკუთრებად რეგისტრირებული სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს იჯარით/აღნაგობით (იჯარის/აღნაგობის დარჩენილი პერიოდი თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს. იჯარის/აღნაგობის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ „საჯარორეესტრის ეროვნულ სააგენტოში“);

უძრავ ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა;

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი არის სააგენტოს მიერ განხორციელებული სხვა რომელიმე პროგრამის მონაწილე, მას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული პროგრამის პირობები;

პროგრამაში მონაწილეობის მსურველის თანამონაწილეობა შესაძლებელია იყოს, როგორც საკუთარი ფულადი სახსრები, ასევე საფინანსო ორგანიზაციიდან მიღებული სესხი;

პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია პროგრამაში მონაწილეობის მსურველის თანამონაწილეობის წყარო იყოს სხვა პროგრამით/პროექტით გათვალისწინებული გრანტი/თანადაფინანსება.

ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მერძევეობის დარგის ხელშეწყობის სხვადასხვა მიმართულებების თანადაფინანსება, საიდანაც ამ პროგრამის მიზნებისთვის საშუალო ზომის (1-10 ტონა რძის გადამუშავება ყოველდღიურად) რძის გადამამუშავებელ საწარმოს და რძის შემგროვებელი პუნქტის ბენეფიციარებს განაცხადთან ერთად მოეთხოვებათ ბიზნეს გეგმის წარმოდგენა. სხვა დანარჩენ მიმართულებებს მოეთხოვებათ ბიზნეს მოდელის წარმოდგენა.

პროგრამის ფარგლებში პროგრამაში მონაწილეობის მსურველის განაცხადების, ბიზნეს მოდელის, ბიზნეს გეგმის და ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (გარდა საექსპერტო/საშემფასებლო/აუდიტორული დასკვნის ორიგინალი დოკუმენტისა) წარმოდგენა ხორციელდება ელექტრონულად სააგენტოს ვებგვერდზე.

განაცხადის შესავსებად პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე.

ვებგვერდზე რეგისტრაცია

განაცხადის შევსება და განხილვა

განაცხადის შესავსებად პროგრამაში მონაწილეობის მსურველი:

  • შედის ვებგვერდის საკუთარი მართვის პანელში;
  • აჭერს ღილაკს „განაცხადის დამატება“;
  • ირჩევს - „ფიზიკური პირი“/ „იურიდიული პირი“);
  • ავსებს განაცხადის ელექტრონულ ფორმას (ფიზიკური პირი - იურიდიული პირი );
  • ავსებს განაცხადის ფორმაში ყველა აუცილებელ ველს;
  • ღილაკზე დაჭერით ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ თუ პროგრამის განმახორციელებელი ნებისმიერი მხარისთვის გახდება ცნობილი ბენეფიციარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის შესახებ, ეს შესაძლოა გახდეს თანადაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ან/და მიღებული თანადაფინანსების უკან დაბრუნების საფუძველი;
  • განაცხადის შესავსებ გვერდზე განთავსებულია ღილაკი „განაცხადის გაგზავნა“, რომელზეც დაჭერის შემდგომ ვებგვერდზე ჩნდება შეტყობინება განაცხადის გაგზავნის თანხმობის შესახებ - „ვეთანხმები“.
  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, შევსებული განაცხადი აღირიცხება სისტემაში და მიენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.
  • განაცხადის გადაგზავნაზე თანხმობის შემდგომ, მისი კორექტირება დაუშვებელია.

თუ პროგრამაში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილი განაცხადი შეესაბამება პროგრამის პირობებს, განაცხადი გადადის ბიზნეს გეგმის/ბიზნეს მოდელის შედგენის ეტაპზე. ამის შესახებ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მიიღებს შეტყობინებას სისტემაში ან/და ელ. ფოსტით.

ბიზნეს მოდელის/გეგმის წარდგენა და თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმება

განაცხადის სტატუსის ცვლილებიდან 120 დღის განმავლობაში, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი, ვალდებულია ატვირთოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმატის ბიზნეს გეგმა და დაფინანსების დამატებითი წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (ბიზნეს გეგმის ფორმა, ფინანსური უწყისები და ცხრილები ) პროექტების ბიზნეს გეგმით შემთხვევაში;

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განაცხადის სტატუსის ცვლილებიდან 30 დღის განმავლობაში სისტემაში შეავსოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმატის ბიზნეს მოდელი და დაფინანსების დამატებითი წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (ბიზნეს მოდელის ფორმა ) პროექტების ბიზნეს მოდელით შემთხვევაში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი წარმოდგენილს ბიზნეს გეგმას/ბიზნეს მოდელს განიხილავს თანადაფინანსების კომიტეტი. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ხელშეკრულების გასაფორმებლად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტები, (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა) მათ შორის საგრანტო კომიტეტის ან/და სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

იმ შემთხვევაში თუ პროგრამის მონაწილეობის მსურველი, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, სისტემაში ატვირთავს ხელშ ეკრულების გასაფორმებლად აუცილებელ დოკუმენტაციას, მასთან გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება.


წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

დამატებულია: 12-09-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9946 დღე;






17-11-2022

სტრატეგ. მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა

07-05-2022

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

05-12-2022

საგრანტო კონკურსი - შშმ პირების უნარების გაძლიერება

18-11-2022

მცირე გრანტების კონკურსი

18-11-2022

მცირე გრანტების კონკურსი

17-11-2022

სტრატეგ. მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა

07-05-2022

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

05-12-2022

საგრანტო კონკურსი - შშმ პირების უნარების გაძლიერება


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ