ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001222 დასრულებული

„თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს კონკურსს ხელოვანების მხარდასაჭერად

წყარო: თანასწორობის მოძრაობა

განაცხადის ბოლო ვადა
20.09.2022
საიტზე დამატებულია
12.09.2022

კონკურსის შესახებ:

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

კონკურსი „ქვიარ ხელოვნება” მიზნად ისახავს ხელოვანების მხარდაჭერას, რომლებიც თავის შემოქმედებაში ასახავენ ქვიარ და ფემინისტურ საკითხებს. კონკურსის მიზანია, ხელოვნებაში ქვიარ ადამიანების გამოცდილებებისა და უფლებების ასახვის ხელშეწყობა, რათა ლგბტქ+ თემის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლდეს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელოვანების ჯგუფებსა და ინდივიდებს, ვისაც სჭირდებათ რესურსი და მხარდაჭერა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

კონკურსში მონაწილეები არ იქნებიან შეზღუდული თავის იდეებსა თუ მედიუმებში, რომლის გამოყენებითაც საკუთარი ნაშრომის შექმნა სურთ. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება 3 აპლიკანტი, გრანტის მოცულობაა 1 500 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა: https://forms.gle/psz5rn44nJzBvs8v5

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@equality.ge . გთხოვთ, მეილის Subject ველში მიუთითოთ: კონკურსი „ქვიარ ხელოვნება”


წყარო: თანასწორობის მოძრაობა