ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001263 დასრულებული

საგრანტო პროგრამა არაკომერციული ბიზნესასოციაციებისთვის

წყარო: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
14.12.2022
საიტზე დამატებულია
08.11.2022

კონკურსის შესახებ:

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამის ახალ რაუნდს, რომლის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვების მონაწილეებს შორის ბიზნეს-კავშირების გაუმჯობესების ხელშეწყობა, და მათი ცნობიერების ამაღლება პროგრამის ინიციატივების ტექნიკურ მიმართულებებზე (სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვის მენეჯმენტი), რაც თავის მხრივ დაეხმარება ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერებას და მათ მდგრად განვითარებას. ორგანიზაციის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების გრანტები გაიცემა და განხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ადმინისტრირების შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

თემა: სოფლის მეურნეობის სექტორის აქტორებს შორის ბიზნეს-კავშირების გაუმჯობესების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის მენეჯმენტზე

გამოცხადების თარიღი: 2022 წლის 4 ნოემბერი
საინფორმაციო შეხვედრა: 2022 წლის 15 ნოემბერი, 14:00
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ნოემბერი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 14 დეკემბერი

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.


წყარო: https://jobs.ge/