|
564 |
---|
![]() |
კონკურენტული ინოვაციის ფონდის საგრანტო კონკურსი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის |
უნიკალური ნომერი: 001286
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)" შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
CIF- ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა კონკრეტული მიმართულებების შემდგომი განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების/პროექტების განხორციელების მიზნით. ამავდროულად, CIF- ის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაციას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა.
მიმდინარე საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული თემებია:
მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (ერთი აპლიკანტი);
ბ) კონსორციუმს, რომელიც შედგება მინიმუმ ორი ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან (აქედან მინიმუმ ერთი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება), რომლებიც პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან.
წარმოდგენილი საგრანტო განაცხადები უნდა ითვალისწინებდეს პარტნიორობის (თანამშრომლობის) დემონსტრირებას. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, საინფორმაციო დოკუმენტებში იხილოთ ბრძანება №1499544.
საგრანტო წინადადებები აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ვებპორტალის მეშვეობით და იხელმძღვანელონ პორტალზე მოცემული საინფორმაციო და წარსადგენი დოკუმენტებით. აპლიკაციები წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების წარმოდგენა შეგიძლიათ 2022 წლის 31 იანვრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: cif@iiq.gov.ge .
წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი;
დამატებულია: 01-12-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20-02-2023
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 20 დღე;
09-01-2023 საგრანტო კონკურსი: კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის |
---|
20-01-2023 Call for Applications for the Mobility Fund for CSO Experts in the Black Sea Region! |
15-12-2022 Griboyedov Grant |
26-08-2022 ინფორმაცია ევროკავშირის, კერძოდ “Horizon Europe”-ის საგრანტო შესაძლებლობების შესახებ |