საგრანტო კონკურსი
წყარო: American Orthodontics Georgia
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.12.2022
- საიტზე დამატებულია
- 12.12.2022
კონკურსის შესახებ:
დოქტორი გვიდო სამპერმანსი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული პრაქტიკოსი ორთოდონტი და სპიკერია. 2023-2024 წლებში დრ. სამპერმანსი საქართველოში ჩაატარებს მის ცნობილ 2-წლიან ორთოდონტიულ კურსს - თანამედროვე ციფრული ორთოდონტია: ხარისხი და ეფექტიანობა.
კურსი 10 2-დღიანი მოდულისგან შედგება, არის ძალიან პრაქტიკული და მოიცავს საუკეთესო და თანამედროვე ორთოდონტიული პრაქტიკების სწავლებას. 9 მოდული თბილისში ჩატარდება, ხოლო ბოლო, მეათე მოდული ვენაში (ავსტრიაში).
AO Georgia-ს გუნდი მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა საუკეთესო ინვესტიციაა და დამწყები ორთოდონტებისთვის ვატარებთ კონკურსს.
კონკურსი ორი, სააპლიკაციო და გასაუბრებების ეტაპისგან შედგება. კონკურსში გამარჯვებულ დამწყებ ორთოდონტს დაუფინანსდება კურსის ღირებულების - 9,950 ევროს 80%.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- ორთოდონტიული რეზიდენტურის მეორე წლის სტუდენტებს;
- ორთოდონტებს, რომლებმაც ლიცენზია აიღეს 2021 ან 2022 წლებში;
აპლიკაციები 20 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.
აპლკანტის თანამონაწილეობის 20%, 1990 ევრო - გადანაწილდება გამარჯვებულთან ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.
კურსის ბროშუა, თარიღები და ლეპტოპის მოთხოვნები იხილეთ თანდართულ ფაილად.
წარმატებას გისურვებთ!