სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
ნავიგატორი
7406


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001306

კონკურსის შესახებ:

თუ წარმოადაგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და გაქვთ მონაწილეობა მიღებული პროგრამაში ,,დანერგე მომავალი", კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტში, შესაძლებლობა გაქვთ თანადაფინანსება მიიღოთ კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის.

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge ან სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისსში და რეგიონულ სამსახურების და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

პროგრამის მიზანი და ამოცანა

  • „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის, მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგრო-ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა.
  • პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის განმახორციელებელია - სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები და პირობები

პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ პროგრამის მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს.

პოტენციურ ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები, რომლებიც გაშენებულია სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰა-ს.

მიწის ნაკვეთი, სადაც დაგეგმილია შესანახი მაცივრის მოწყობა, უნდა იყოს რეგისტრირებული პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში.

სააგენტოს მიერ უნდა დასტურდებოდეს პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე კენკროვანი კულტურების ბაღების არსებობა.

თანადაფინანსება/ანაზღაურება

პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 80,000 ლარისა.

1 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღზე გადაანგარიშებით შესანახი მაცივრ(ებ)ის თანადაფინანსების/ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ლარს.

ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი მაცივრ(ებ)ის ჯამური ტევადობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 0.8 ტონას.

მაცივრ(ებ)ის ერთი ერთეული შესანახი კამერის მოცულობა გათვლილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 ტონა კენკროვანი კულტურის შენახვაზე.

პროექტის დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი ჯამური ღირებულება მოიცავს შესანახი მაცივრის, ტრანსპორტირების, განბაჟების და მონტაჟის/ინსტალაციის ღირებულებას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი მაცივრები.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ანაზღაურების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი;
  • უფლებამოსილი პირის პირაობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი;
  • ნოტარიულად დამოწმებული კოოპერატივის საერთო კრების ოქმი, სადაც გამოხატულია თანხმობა პროგრამაში მონაწილეობის, პროგრამით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ;
  • შესასყიდი მომსახურების/საქონლის ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე ან ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  1. მხარეთა რეკვიზიტები;
  2. მიწოდების ვადა;
  3. ღირებულება ეროვნულ ვალუტაში;
  • სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ - „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის, დასაფინანსებელი მაცივრ(ებ)ის ჯამური ტევადობის (კამერების მიხედვით) და პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე კენკროვანი კულტურების ბაღ(ებ)ის არსებობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შემნახველი სამაცივრე მეურნეობის ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება და ბაღ(ებ)ის არსებობის დამადასტურებელი სურათები;
  • მიწის ნაკვეთის კოოპერატივის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), სადაც დაგეგმილია შესანახი მაცივრის მოწყობა;
  • სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა დასაფინანსებელი მაცივრ(ებ)ის ტექნიკური პარამეტრებისა და დაგეგმილი კულტურების შენახვის სპეციფიკის ურთიერთშესაბამისობის შესახებ;
  • მშენებლობის ნებართვა (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
  • პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა/ამონაწერი საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა/ხელშეკრულება საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი მოცულობის სესხის/ლიზინგის დამტკიცების შესახებ ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შენიშვნა: ანაზღაურების შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა არ არის სავალდებულო.
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში.

მონიტორინგი

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.

სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.


წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

დამატებულია: 23-12-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9272 დღე;






04-09-2024

თანადაფინანსების პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

10-02-2023

გადაიღე საქართველოში

26-10-2022

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

04-07-2024

Travel Grants for Civil Society Organizations (CSOs)

04-07-2024

Travel Grants for Civil Society Organizations (CSOs)

04-09-2024

თანადაფინანსების პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

10-02-2023

გადაიღე საქართველოში

26-10-2022

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ