საგრანტო კონკურსი ონლაინ მედია გამოცემებისთვის
წყარო: DW Akademie
- განაცხადის ბოლო ვადა
- 18.02.2019
- საიტზე დამატებულია
- 24.01.2019
პროექტის შესახებ:
„დოიჩე ველე აკადემია“ (DW Akademie) იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ ონლაინგამოცემებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს ონლაინ მედია საშუალებების განვითარების ხელშეწყობას პროგრამის „მედიის მდგრადობის მხარდაჭერა“ ფარგლებში.
პროექტის ხანგძლივობა:
-
9 თვე (მარტი-30 ნოემბერი, 2019 წელი)
საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:
-
2019 წლის 18 თებერვალი (ორშაბათი)
„დოიჩე ველე აკადემია“ პარტნიორ მედია საშუალებებს სთავაზობს: კონსულტაციებსა და ტრენინგებს მედია მენეჯმენტში (მათ შორის, გაყიდვებსა და მარკეტინგში) და ჟურნალისტური კონტენტის წარმოებასა და გავრცელებაში; დამატებით ტრენინგებს ინდივიდუალური ორგანიზაციული გამოწვევების საპასუხოდ; მცირე ტექნიკურ მხარდაჭერას; ევროკავშირში ვიზიტს პროფესიული გამოცდილების გაზიარების და ახალი ცოდნის მიღების მიზნით.
შევსებული ანკეტა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: tamar.kakulia@dw.com
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ „დოიჩე ველე აკადემიის“ კოორდინატორს საქართველოში: თამუნა კაკულია
ელ-ფოსტა: tamar.kakulia@dw.com
ტელეფონი.: +995 595 251-801
ვებ–გვერდი: http://www.dw.com/en/dw-akademie/about-us/s-9519
სოც–ქსელი: https://www.facebook.com/DWAkademie.EuropeAndCentralAsia/