განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამა
წყარო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 24.04.2023
- საიტზე დამატებულია
- 29.03.2023
კონკურსის შესახებ:
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს.
სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 80-მდე პირი დაფინანსდება.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 24 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.
განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:
- თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
- გორი, სამების ქუჩა N1;
- რუსთავი, კოსტავას ქ.N20;
- ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
- ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@idp.gov.ge
პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
წყარო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო