ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001443 დასრულებული

სოციალური ინოვაციების პლატფორმის აქსელერაციის პროგრამა

წყარო: სოციალური ინოვაციების პლატფორმა

განაცხადის ბოლო ვადა
30.05.2023
საიტზე დამატებულია
28.04.2023

კონკურსის შესახებ:

თუ გაქვს ინოვაციური იდეა, რომელსაც დადებითი სოციალური გავლენის მოტანა შეუძლია და მზად ხარ ინტენსიური მუშაობისთვის, მაშინ აქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობა შენთვისაა! საუკეთესო იდეები დაფინანსდება 30 000 ლარით!

ვის შეუძლია მონაწილეობა:

ინდივიდუალურ პირს;

ორგანიზაციას;

ინოვაციური იდეის გარშემო გაერთიანებულ პირთა ჯგუფს.

აქსელერაციის პროგრამის მიზანია ინტენსიური ტრენინგების სერიისა და მენტორების მხარდაჭერით ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ადამიანების მხარდაჭერა.

კერძოდ, აქსელერაციის პროგრამა დაგეხმარება განავითარო შენი სოციალური ინოვაციის იდეა და ჩამოაყალიბო მისი განვითარების მდგრადი მოდელი. პროგრამის ფარგლებში შეიძენ მეტ ცოდნასა და გამოცდილებას შემდეგ საკითხებზე:

რა არის სოციალური მეწარმეობა და სამეწარმეო სტრატეგია;

როგორ გააკეთო შენი საქმიანობის მარკეტინგი;

როგორ დააორგანიზო საოპერაციო საქმიანობა;

როგორ მართო შენი საწარმო ფინანსურად

და რაც მთავარია როგორ განავითარო შენი სოციალური საწარმოს ბიზნეს მოდელი!

აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა მოხდება იმის მიხედვით თუ:

რამდენად ინოვაციურია წარმოდგენილი სოციალური იდეა (ინოვაციურობა);

რამდენად აქტუალური (რელევანტურობა) და რეალისტურია წარმოდგენილი იდეა (განხორციელებადობა);

რამდენად ეფექტურია წარმოდგენილი იდეა მითითებული სოციალური გამოწვევის გადასაჭრელად (ეფექტურობა);

გააჩნია თუ არა განმცხადებელს შემოთავაზებული სოციალური ინოვაციის განვითარებისათვის საჭირო კომპეტენცია და შესაბამისი გამოცდილება (კომპეტენტურობა).

გაითვალისწინე, რომ იდეები დაკავშირებული უნდა იყოს სოციალურ საკითხებთან, იყოს მდგრადი და დადებითი გავლენა ჰქონდეს სოციალური პრობლემების გადაჭრაზე.

მეტი ინფორმაცია აქსელერაციის პროგრამის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: Acceleration Program – socialinnovation.ge

აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი ბმულზე https://form.jotform.com/231082285598060 არაუგვიანეს მაისისა!

აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება კონსულტაციისა დატრენინგის ცენტრის სოციალური ინოვაციების პლატფორმის ფარგლებში ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერით!

#გადაწყვიტეახლებურად

#ახალიიდეებიგანვითარებისთვის


წყარო: სოციალური ინოვაციების პლატფორმა