USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსი
ნავიგატორი
438


USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსი

უნიკალური ნომერი: 001531

კონკურსის შესახებ:

საგრანტო კონკურსის შესახებ:

საგრანტო კონკურსი აფინანსებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა კონსტრუქციულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.

საგრანტო კონკურსის მიზანი:

მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების საჭიროებების გამოვლენასა და გადაწყვეტას ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით, კერძო სექტორთან, მედიასთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ჯგუფთან თანამშრომლობით.


გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში.

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი:

წარმოდგენილი პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს პრობლემების მოგვარებაში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. საგრანტო განაცხადების განხილვისას, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიცავს მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლისა და თემისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში.

საგრანტო კონკურსის წინაპირობა:

საგრანტო კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება:

  • პროექტის მონაწილეთა შრომის ანაზღაურება: ხელფასი ან და ჰონორარი (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მოწვეული სპეციალისტები);
  • წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა, ბანკეტი და არამიზნობრივი შეხვედრებისათვის საჭირო თანხები);
  • კომუნალური გადასახადები და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება პროგრამის მიზნებს;
  • მედიკამენტები;
  • მშენებლობა ან ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული საქმიანობა. მშენებლობა ასევე გულისხმობს სარემონტო სამუშაოებს, რეკონსტრუქციას, გადაკეთებას და აღდგენის ხარჯებს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ USAID-ის სამოქალაქო განთლების პროგრამაში ჩართული პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ამ ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.

კონსულტაციები:

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამის რეგიონებში გაიარონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

გრანტის პირობები:

გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში.

საგრანტო კონკურსის დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ და ამობეჭდეთ მცირე საგრანტო კონკურსის პირობები და მონაწილეობის მოთხოვნები.

სააპლიკაციო ფორმის შევსება:

საგრანტო პროექტები ივსება ონლაინ, ამავე პორტალზე (initiatives.ge) განთავსებული სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით. საიტზე დარეგისტრირება და პროფილში შესვლა შეგიძლიათ მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ „პროფილი“ ღილაკზე დაწკაპუნებით. თითოეულმა მონაწილემ წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა "დაიწყე აპლიკაციის შევსება" ღილაკის საშუალებით. თუ გსურთ, დარეგისტრირების გარეშე, წინასწარ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ნიმუში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიმუში ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე მოსამზადებლად.

საგრანტო სააპლიკაციო ფორმას თან ერთვის სამი აუცილებელი დოკუმენტი. ქვემოთ მოცემულია მათი ჩამონათვალი და სპეციალურად მომზადებული ფორმები/ნიმუშები, რომლებიც უნდა ჩამოტვირთოთ და შევსებული ფორმა ატვირთოთ თქვენს განაცხადთან ერთად:

  1. პროექტის განხორციელების გეგმა
  2. პროექტის ბიუჯეტი
  3. სკოლის ადმინისტრაციის მხარდამჭერის წერილი

მას შემდეგ, რაც შეავასებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს ონლაინ, თქვენ მიერ სპეციალურ ღილაკზე დაჭერით, განაცხადი გადაიგზავნება შესაფასებლად. პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს მცირე გრანტების კომისია.

ვის შეუძლია განაცხადის შევსება?

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მცირე გრანტების საკონსულტაციო შეხვედრების განრიგი. პარტნიორ ორგანიზაციაში მისვლამდე, გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმოთ კონსულტაციის დრო:

რეგიონები

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მცირე გრანტების საკონსულტაციო შეხვედრების განრიგი. პარტნიორ ორგანიზაციაში მისვლამდე გთხოვთ წინასწარ გადაამოწმოთ კონსულტაციის დრო:
გურია კახეთი იმერეთი მცხეთა მთიანეთი სამეგრელო ზემო სვანეთი სამცხე ჯავახეთი შიდა ქართლი თბილისი რაჭა ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი ქვემო ქართლი


წყარო: https://initiatives.ge/

დამატებულია: 31-08-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20-10-2023

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 26 დღე;






14-07-2022

„ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა

25-01-2019

საქართველოს ბანკი თქვენი ბიზნესისთვის

11-08-2023

მერები ეკონომიკური განვითარებისთვის 2 TA

10-02-2023

ტურიზმის განვითარება

10-02-2023

ტურიზმის განვითარება

14-07-2022

„ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა

25-01-2019

საქართველოს ბანკი თქვენი ბიზნესისთვის

11-08-2023

მერები ეკონომიკური განვითარებისთვის 2 TA


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ