საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განვითარება რძისა და ხორცის საბაზრო სისტემების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით
ნავიგატორი
427


საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განვითარება რძისა და ხორცის საბაზრო სისტემების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით

უნიკალური ნომერი: 001580

კონკურსის შესახებ:

ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL) ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული და Land O’Lakes International Development Georgia (Ventue37)-ის საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი საქონლის ხორცისა და რძის წარმოების გაზრდას, მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

SQIL პროექტი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და ტრენინგ-სერვისის მომწოდებლებმა (მეწარმე სუბიექტი ანუ მოგებაზე ორიენტირებული) ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად, შექმნან/გააუმჯობესონ სასწავლო კურსები/პროგრამები, რომლებიც მონაწილეებისთვის უზრუნველყოფენ ახალი ან/და გაუმჯობესებული თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარებას, რაც სამომავლოდ რძის და საქონლის ხორცის ბაზრის სისტემებზე დადებითად აისახება. ასევე, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე, ტრენინგ-მომსახურებების მომწოდებლებს (მეწარმე სუბიექტი) განავითარონ და გააუმჯობესონ სწავლების ფორმატი სურსათის მეცნიერებების (სურსათის უვნებლობა და გადამუშავება/ტექნოლოგიები), მეცხოველეობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მიმართულებით.

საგრანტო პროგრამაითვალისწინებს მაქსიმუმ 8 პროექტის დაფინანსებას და თითოეული პროექტის ბიუჯეტი განსაზღვრულია 25,000 აშშ დოლარის ფარგლებში.

დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ (15) თვეს.

განაცხადებები მიიღება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული, კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, რეგისტრირებული მეწარმე ტრეინინგ ცენტრებისგან, ან შესაბამისი სერვისის მომწოდებლებისგან სურსათის მეცნიერებების, მეცხოველეობის და ცხოველთა ჯანმრთელობის მიმართულებით.

განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 20%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა, რომელიც წარმოადგენს პროექტის განხორციელების და გრანტის მიღების ვალდებულების ნაწილს. ამასთანავე, უნდა დაასაბუთოს საგანმანათლებლო სექტორში საქმიანობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება ოფიციალური მონაცემებით.

საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მითითებულ მისამართებზე nkeshelava@landolakes.com და SQILbizops@landolakes.com ქართულ და ინგლისურ ენებზე, 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმულები:

https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=491215

https://www.facebook.com/SQILGeorgia.


წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის

დამატებულია: 20-10-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-01-2024

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 58 დღე;






15-12-2022

Small Grants

30-11-2023

საგრანტო კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

01-11-2023

საგრანტო კონკურსი: ექსტენციის განვითარება მესაქონლეობაში

30-11-2023

საგრანტო კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

30-11-2023

საგრანტო კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

15-12-2022

Small Grants

30-11-2023

საგრანტო კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

01-11-2023

საგრანტო კონკურსი: ექსტენციის განვითარება მესაქონლეობაში


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ