ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000159 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: USAID Zrda Activity

განაცხადის ბოლო ვადა
25.02.2019
საიტზე დამატებულია
28.01.2019

პროექტის შესახებ:

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.


ამჟამად, პროექტი "ზრდა" აცხადებს საგრანტო კონკურსს # 071-2006C-001-S-2019 მარწყვის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის მიზნით ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში ზრდა პროექტის სამიზნე თემებში.


დაინტერესებულმა პირებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარადგინონ ქართულ ენაზე, არა უგვიანეს 2019 წლის 25 თებერვლისა (17:00 საათი).

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ დოკუმენტში.


თანდართული ფაილი: 203535-zrda-app.zip